ანუშკა ჩხეიძე მონჰაიმის ტრიენალეზე ექსპერიმენტულ საორგანო პროექტს წარადგენს

ეს არტისტის პირველი საორგანო პროექტია.
ანუშკა ჩხეიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ანუშკა ჩხეიძე მსმენელს ახალ პროექტს წარუდგენს. Intricate Pipes – ასე ჰქვია ექსპერიმენტულ პროექტს და მისი პრეზენტაცია მონჰაიმის ტრიენალეზე 2025 წლის 4 ივლისს შედგება. ეს არტისტის პირველი საორგანო პროექტია. მასში ის იყენებს ე.წ. Orgamates-ს, რომლებიც ინსტრუმენტების ასაწყობად გამოიყენება. ამ გზით მუსიკოსი აკუსტიკურ ორგანზე საკუთარ ელექტრონულ მუსიკას შეასრულებს.

როგორც ანუშკა ამბობს, ორგანი მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინსტრუმენტია. „ეს საკრავი ყოველთვის ძალიან მომწონდა, მაგრამ შორიდან. ჩვენი ქვეყნის საეკლესიო მუსიკაში მას არ ვიყენებთ, შესაბამისად ის ჩემთვის ეკლესიასთან არ ასოცირდება. Intricate Pipes ასახავს, თუ როგორ შეიძლება ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორმა გამოიყენოს  ორგანი,” – ამბობს ანუშკა ჩხეიძე. 

პროექტი ერთგვარად სცდება მონჰაიმის ტრიენალეს ჩარჩოებს. როგორც ანუშკა ჩხეიძე ამბობს,  ყოველთვის აინტერესებდა, რა იქნებოდა მისთვის გამორჩეული პროექტი და ვისთან თანამშრომლობა იქნებოდა განსაკუთრებული. 

ანუშკა ჩხეიძე: 

„მივხვდი, რომ არ მინდოდა კონცერტი ჩემს ცნობილ და საყვარელ არტისტთან. მერჩივნა იმ ინსტრუმენტის გამოცდა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა – და ახლა ამის დროა. ვიგრძენი, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ელექტრონული მუსიკის კომფორტის ზონიდან უნდა გამოვსულიყავი.“

მონჰაიმის ტრიენალე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და თანამედროვე მუსიკის ინოვაციურ მხატვრულ ფორმებს გამოკვეთს. ის ქმნის პლატფორმას, სადაც იმპროვიზებული, კომპოზიციური და პოპულარული თანამედროვე მუსიკა ერთიანდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მოუსმინეთ ლორდის ახალ სიმღერას What Was That 

შემდეგი სტატია

შონ ონო ლენონი დოკუმენტური ფილმის One to One: John & Yoko მთავარ მესიჯს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი