Nini Iris-მა სინგლი Release Me გამოუშვა

“Release Me მხოლოდ წუხილი არ არის, ეს არის ძალაუფლების ჰიმნი, პირობა საკუთარ თავთან, რომ განიკურნო, გზა გააგრძელო და აღიარო საკუთარი ძალა და დამოუკიდებლობა.”
Nini Iris

25 აპრილს მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Nini Iris-მა დაპირებული სინგლი  Release Me გამოუშვა. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც არტისტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროვიზიის კონკურსისთვის გაუგზავნა.
„Release Me უკვე გამოსულია! ძალიან დიდი დრო გავიდა და მართლა ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლობელი და გახარებული ვარ. უდიდესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში გული და სული ჩადო”. – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

სინგლის შემსრულებელი და კომპოზიტორიც Nini Iris-ია, პროდიუსერი – ჯეისონ მეიტერი, მიქსინგი მაიკლ პრეტის, მასტერინგი კი ჯონათან ბერლინს ეკუთვნის. სინგლის გარეკანის ფოტო VazhaK-ის მიერ არის გადაღებული, სტაილინგი კი Nika Rokva-ს შექმნილია.

Nini Iris-ის ინსტაგრამ პოსტში ერთ-ერთ ბანერზე სინგლის განმარტებას ვხვდებით, სადაც არტისტი აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა  გულგატეხილობისა და საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლის შესახებ არის.

“Release Me – ეს არის წერილი – გულგატეხილობაზე და საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლაზე. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიღაცამ ღრმა კვალი დატოვოს შენს თვითშეგრძნებაზე.

თუმცა  Release Me მხოლოდ წუხილი არ არის – ეს არის ძალაუფლების ჰიმნი, პირობა საკუთარ თავთან, რომ განიკურნო, გზა გააგრძელო და აღიარო საკუთარი ძალა და დამოუკიდებლობა. ეს სიმღერა მათთვისაა, ვისაც გულისტკენა და განშორება გამოუცდია. იმედია, ეს სინგლი დაგეხმარებათ განკურნებაში, ისე, როგორც მე დამეხმარა.” – წერს მომღერალი.

მოისმინეთ Nini Iris-ის ახალი სინგლი Realise Me 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

აია ნაკამურა: საფრანგეთის #1 პოპვარსკვლავის სამყარო

შემდეგი სტატია

როკჯგუფი Faces 50 წლის შემდეგ პირველად ახალ ალბომს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი