Pearl Jam კომპილაციურ ალბომს გამოსცემს, რომელიც HBO-ს The Last of Us-ითაა შთაგონებული

EP მოიცავს Future Days-ის ორიგინალ სტუდიურ ვერსიას.
Pearl Jam
Danny Clinch

Pearl Jam-მა ახალი კომპილაციური ალბომი გამოსცა. EP აერთიანებს იმ ოთხ სიმღერას,  რომლებიც The Last of Us-ის ფრენჩაიზთანაა დაკავშირებული და ასახავს ბენდის ხანგრძლივ ურთიერთობას ცნობილ ვიდეოთამაშსა და მის HBO-ს ეკრანიზაციასთან.

ალბომი მოიცავს სტუდიური ჩანაწერებს, ცოცხალ შესრულებასა და ფანების ფავორიტი სიმღერის განახლებულ ვერსიას. ის ექსკლუზიური ვინილის სახით გამოიცა, რომელიც მხოლოდ Ten Club-ის წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ალბომში შედის Future Days-ის ორიგინალი სტუდური ვერსია ჯგუფის 2013 წლის ალბომიდან Lightning Bolt, ასევე All or None 2002 წლის Riot Act-იდან. ვინილის მეორე მხარე კი მოიცავს Future Days-ის 2024 წლის ლაივ ჩანაწერს და Present Tense-ის ახალ ვერსიას, სახელწოდებით Present Tense (Redux).

Future Days მჭიდროდაა გადაჯაჭვული The Last of Us-თან. მეორე ნაწილში, თამაშის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სცენაში, ჯოელი ელისთვის სწორედ ამ სიმღერას უკრავს, რომელიც მთელ ამბავს მიჰყვება, როგორც კავშირისა და დანაკარგის სიმბოლო.

აღნიშნული მომენტი თამაშის მიღმა პირველად 2020 წელს გაცოცხლდა, როცა ედი ვენდერმა Future Days ცოცხლად The Game Awards-ზე შეასრულა.

სიმღერა HBO-ს The Last of Us-ის მეორე სეზონში დაბრუნდა. მეხუთე ეპიზოდში ელი გიტარას იღებს და ჩუმად მღერის მის დასაწყისს, რითაც სერიალი პატივს მიაგებს The Last of Us-ის ვიდეოთამაშის საკვანძო სცენას.

კომპილაცია ხელმისაწვდომია ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე. შეზღუდული რაოდენობის ვინილი კი Pearl Jam-ის ოფიციალურ საიტზე გამოვიდა და მისი შეძენა მხოლოდ The Ten Club-ის წევრებს შეუძლიათ.

ამჟამად ბენდი მეთორმეტე ალბომის, Dark Matter-ის მხარდამჭერ ტურნეში იმყოფება. ალბომი Billboard 200-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nick Cave & The Bad Seeds - ფოტო: მეგან კულენი

ნიკ კეივის თქმით ის ხშირად ნიკოლას კეიჯში ეშლებათ

შემდეგი სტატია

Scifi Tragedy – ნინი ნუციბიძის და Nikakoi-ს ახალი კოლაბორაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტრიუმფალური Super Bowl Halftime Show-თი Bad Bunny-მ მთელი მსოფლიო თავის სახლად გადააქცია: კრიტიკოსების შეფასება

სუპერვარსკვლავმა კარიერის განმსაზღვრელ მომენტში ერთიანობის მოწოდება გააჟღერა.
მეტი
Lana Del Rey გრემის 66-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია GILBERT FLORES/BILLBOARD

Lana Del Rey ახალი სინგლის გამოსვლის თარიღს ანონსებს თანაავტორად კი მეუღლეს, ჯერემი დიუფრენს ასახელებს

მომღერლის დიდი ხნით გადადებული ქანთრი ალბომი Stove იანვარში უნდა გამოსულიყო.
მეტი

რა მოხდა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

ოლიმპიადა ოფიციალურად მილანის სან სიროს სტადიონზე გაიხსნა შოუთი, რომელიც მერაია კერის, ლაურა პაუზინისა და ანდრეა ბოჩელის გამოსვლებს მოიცავდა.
მეტი

ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

მსგავსი ბედი აქამდე მხოლოდ ორ არტისტს გაუზიარებია, მათ შორისაა ელტონ ჯონის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი ბრიტანული ექსპორტი.
მეტი