ნიკ კეივის თქმით ის ხშირად ნიკოლას კეიჯში ეშლებათ

„ჩვენი სახელების გარშემო ყოველთვის არსებობდა დაბნეულობა,“ – აღნიშნა ნიკ კეივმა ნიკოლას კეიჯზე საუბრისას.
Nick Cave & The Bad Seeds - ფოტო: მეგან კულენი
Nick Cave & The Bad Seeds – ფოტო: მეგან კულენი

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას კეიჯმა გაიხსენა ამბავი, როცა ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ კეივში შეეშალათ. ამ ამბავს თავად ნიკ კეივიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები მასთანაც ხშირია.

გასულ კვირას ნიკოლას კეიჯმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2022 წელს მას ნიკ კეივის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„მგონი, დღე არ გადის, რომ ვინმეს ნიკ კეივში არ შევეშალო. ის ძალიან კეთილი ადამიანია. ერთხელ ერთად ვიყავით ცხოველთა თავშესაფარში, ტეხასში, – Sealy Animal Hospital-ში. მივესალმე, ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად და ვუთხარი, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ასო გვანსხვავებს და ეს არის G – ნიკ კეივი, ნიკ კეიჯი“  – აღნიშნა მსახიობმა. 

ნიკ კეივი ამ ამბავს საკუთარ ბლოგზე, The Red Hand Files-ზე გამოეხმაურა: „წავიკითხე ნიკ კეიჯის სტატია The Guardian-ში და ძალიან მეცნო მისი გამოცდილება, ჩვენი სახელების გარშემო ყოველთვის არსებობდა გარკვეული დაბნეულობა.” – წერს მომღერალი.

შემდეგ ნიკ კეივმა გაიხსენა ისტორია, როდესაც იგი სან-პაოლოში ცხოვრობდა, ერთხელ ბარში ბრაზილიელ მამაკაცს ნიკ კეიჯში შეეშალა. მომღერლის თქმით, ბიჭი ისე შეეცოდა, რომ გადაწყვიტა, დროებით მსახიობის როლი მოერგო.

„ნელ-ნელა ძალიან შევეჩვიე ამ თამაშს, ვუთხარი, რომ Raising Arizona-ს გადაღება ჩემს კარიერაში ყველაზე გამორჩეული გამოცდილება იყო, რომ ჯონ გუდმანი საოცრად საინტერესო პიროვნებაა და რომ ძმები კოენები თავიანთ სფეროში ნამდვილი პროფესიონალები არიან, მოკლედ ყველაფერს ვამბობდი, რაც კი თავში მომდიოდა.” – იხსენებს ნიკ კეივი.

„სხვათა შორის, ასეთი დაბნეულობა ჩემსა და ბატონ კეიჯთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია, თუმცა არ ვდარდობ, მე მისი გულშემატკივარი ვარ. ნახეთ Monday? ღმერთო ჩემო, საოცარი ფილმია.” – წერს ნიკ კეივი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sandro Bibich - Silent Isolation - Cover Art: Elene Alavidze

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ ახალი კომპოზიცია Silent Isolation გამოუშვა

შემდეგი სტატია

Pearl Jam კომპილაციურ ალბომს გამოსცემს, რომელიც HBO-ს The Last of Us-ითაა შთაგონებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი