ბიბი კვაჭაძე პირველ EP-ის გამოსცემს

Infiltration ექვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კომპოზიციას მოიცავს.

ბიბი კვაჭაძე თავის პირველ EP-ის გამოსცემს. პროექტი, სახელწოდებით Infiltration ექვს ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპოზიციას მოიცავს, რომლებზეც მუსიკოსი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ბიბი კვაჭაძე:

„15 წლის ასაკიდან საკუთარი ბენდი მყავდა და აქტიურად ვუკრავდი. 62 წლის ვარ და დღემდე უამრავ არტისტთან ვთანამშრომლობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, თითქმის ყველანაირი მუსიკა მაქვს მოსმენილი და განცდილი. ამ დროის განმავლობაში ჩემს გონებაში ზღვა აუდიოინფორმაცია დაილექა და ბევრი ჟანრია ჩემთან ახლოს. თუმცა პირადად ჩემი მუსიკა რა ჟანრს მიეკუთვნება, გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთ მუსიკალურ მიმართულებას ჩემი შინაგანი აუდიოკომპასი არასდროს აჩვენებს. ამიტომ, დღეს შეიძლება ბნელი და მძიმე ელექტრონული კომპოზიცია დავწერო, ხვალ – სენტიმენტალური, მელოდიური საფორტეპიანო ნაწარმოები, ზეგ კი საერთოდ ავფეთქდე და როკ ან ფანკალბომი გამოვცე. 

ყოველთვის ვცდილობ, შემოქმედებითი საზღვრები გავაფართოო. ეს EP-იც ამის შედეგია. გადავწყვიტე, რომ უკვე დრო იყო, ახლებურ მიდგომას შევჭიდებოდი და აუდიოხმოვანების აუთვისებელ ტერიტორიებზე შემებიჯებინა. ეს არის ექვსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კომპოზიცია, რომლებიც სრულად ინსტრუმენტულია და არ შეიცავს ვოკალურ ხაზს. ამ ნაწარმოებებით ვეცადე, გადმომეცა უამრავი გარკვეული თუ გაურკვეველი შეგრძნება, სირთულე და უბრალოება, ბნელი და ნათელი, რასაც ხშირად ვერც ლიტერატურა და ვერც ვიზუალური ხელოვნება ვერ აღწერს. იმედი მაქვს, რომ მსმენელისთვის ჩემი აუდიომოგზაურობა უცნაური და ამავდროულად საინტერესო იქნება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

Iz It a Crime? — სნუპ დოგი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

რიანა Smurfs-ის ახალი ანიმაციური ფილმისათვის სიმღერას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი