რიანა Smurfs-ის ახალი ანიმაციური ფილმისათვის სიმღერას გამოუშვებს

Friend of Mine რიანას პირველი სინგლი იქნება 2022 წლის Lift Me Up-ის შემდეგ, რომელიც Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკია.
რიანა 2025 წლის Met Gala-ზე.
Savion Washington/Getty Images

რიანას ფანები დიდი ხანია, მისგან სიახლეს ელიან. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი სულ მალე სიმღერას გამოუშვებს, რომელიც Smurfs-ის ახალი ანიმაციური ფილმის საუნდტრეკია.

14 მაისს ფილმის ახალი ტრეილერი გავრცელდა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რიანას ახალი სიმღერა Friend of Mine 16 მაისს გამოვა. Smurfs-ის თიზერში უკვე ისმის კომპოზიციის ფრაგმენტები.

ანიმაციაში რიანა სმურფეტის პერსონაჟს ახმოვანებს. მასთან ერთად მონაწილეობენ ჯონ გუდმენი, ჯეიმს კორდენი, ნიკ ოფერმანი, სანდრა ო და სხვები. Smurfs-ის ახალი ფილმი კინოთეატრებში 18 ივლისიდან გავა. რიანას ახალ სიმღერასთან ერთად საუნდტრეკებს შორის ასევე მოხვდება Tyla-ს  ტრეკი  Higher Love, რომელიც DJ Khaled-ის, Cardi B-სა და DESI TRILL-ის კოლაბორაციაა. სიმღერა 2025 წლის თებერვალში გამოვიდა.

ახალი თიზერი იხსნება სცენით, სადაც რიანა სტუდიაში ცეკვავს და სმარფეტას ფრაზებს წერს. შემდეგ კი ნაჩვენებია კადრები ანიმაციის ახალი ნაწილიდან. რიანამ ფილმის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის როლიც მოირგო. პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს, CinemaCon-ის ფარგლებში განაცხადეს. იმ დროს რიანა მეორე შვილზე — Riot Rose-ზე იყო ორსულად. “საოცარია, რომ შემიძლია ჩემი საღამურით მოვიდე გადაღებაზე მესამე ტრიმესტრში… იმედი მაქვს, ამას ოდესღაც დამიფასებენ ჩემი შვილები,” — იხუმრა ვარსკვლავმა წარსულში.

Friend of Mine  რიანას პირველი სინგლი იქნება 2022 წლის Lift Me Up-ის შემდეგ, რომელიც Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკია. ბოლო ალბომი მან  ცხრა წლის წინ გამოუშვა — სწორედ 2016   წელს გამოვიდა Anti, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში ორი კვირა ლიდერობდა.

Smurfs-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა ერთი კვირის შემდეგ, რაც რიანა Met Gala-ს A$AP Rocky-სთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე პოპვარსკვლავი გაზრდილი მუცლით გამოჩნდა და დაადასტურა, რომ მესამე ბავშვს ელოდება.

მუსიკოსი ამბობს, რომ ორსულობა ხელს არ შეუშლის Anti-ს გაგრძელებაზე მუშაობაში. „არა!” — განუცხადა მან Entertainment Tonight-ს 5 მაისს, Met Gala-ს მსვლელობისას, როცა ჰკითხეს, გადადებდა თუ არა ახალ პროექტს. „შეიძლება, რამდენიმე ვიდეოც გამოვუშვა! ჯერ კიდევ შემიძლია სიმღერა!“ — თქვა ვარსკვლავმა. 

იხილეთ Smurfs-ის ახალი ტრეილერი და მოუსმინეთ რიანას სიმღერის Friend of Mine-ის ფრაგმენტებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიბი კვაჭაძე პირველ EP-ის გამოსცემს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში ერთობლივი ალბომის სახელწოდებას განმარტავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი