Lucaroi-ს ახალი სიმღერა Ms policeman

არტისტის თქმით, ახალი კომპოზიცია Ms policeman – საქართველოში პოლიციელების ქმედებებს ეხმიანება.
Lucaroi - Ms Policeman
Lucaroi – Ms Policeman

Lucaroi-მ 16 მაისს ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით  Ms policeman გამოუშვა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიციელების ქმედებებს ეხმიანება. სიმღერის არტ  ნამუშევარი ნიკა ბელსკაიას  (@vividcereal) შექმნილია. კომპოზიციის ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, ვოკალი, მიქსინგი, მასტერინგი და პროდიუსინგი კი თავად Lucaroi-ს (ლუკა სებისკვერაძეს) ეკუთვნის.

Lucaroi: 

„ამ ტრეკის ინსპირაცია იყო საქართველოში არსებული საპოლიციო რეჟიმი. ყველაზე დიდი კითხვა, რაც მათ მიმართ გამიჩნდა –  რატომ არ ასრულებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას პირნათლად. ვიფიქრე, რომ ობიექტურ რეალობაში ყველაზე ეფექტური გზა, თუ როგორ შეგიძლია პოლიციელს გააგებინო შენი სათქმელი, ეკლესიაზე გადის. აი, მაგალითად, როგორც მღვდელთან მიდის აღსარებაზე პოლიციელი. ამიტომ ავირჩიე Gospel-ისა და Afrobeats-ის ჟანრი. მინდოდა, ერთგვარად პროტესტანტი პადრეს როლი მომერგო და ყველა პოლიციელისთვის გაგებით შემეხედა, მაგრამ როგორც ხედავთ, ტექსტი ასე არ ჟღერს, იმიტომ, რომ შეუძლებელია, მათ ჩადენილ ქმედებებს გაგებით მოეკიდო.“ 

მუსიკალური პროექტი Lucaroi პირველად Tbilisi Open Air-ის Newcomers-ზე გამოჩნდა და გამარჯვებულთა შორის მოხვდა, რის შემდეგაც ფესტივალზე ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა.

უახლოეს მომავალში  Lucaroi კიდევ ერთ ახალ სინგლს დააანონსებს, მანამდე კი მოისმინეთ სრულად სიმღერა – Ms policeman:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდმა My Valentine პოლ მაკარტნისთან ერთად ჩაწერა

შემდეგი სტატია

ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრიელი მონაწილე JJ გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი