„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან.
კენტრო ვაროუსის თოჯინების თეატრი

2 ივნისს,  თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  გაიმართება საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის – „კენტრო ვაროუსის თოჯინების თეატრის” სპექტაკლი – „ეფემერა“. 

კენტრო ვაროუსის თოჯინების თეატრი

„ეფემერა“ მხოლოდ შთამბეჭდავი ვიზუალური წარმოდგენა არ არის. ეს სენსიტიური და პოეტური მოგზაურობაა ჯადოსნურ  თეატრალურ სამყაროში, სადაც თოჯინები გაცოცხლდებიან და მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებიან.

წარმოდგენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ თავისი სტილისტიკით, არამედ ავტორებითაც – თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან (Dimitris Papaioannou), რომლის სახელი თეატრის მოყვარულებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია.

კენტრო ვაროუსის თოჯინების თეატრი

სწორედ პაპაიოანუს რეჟისორობით დაიდგა 2004 წლის ათენის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია – წარმოდგენა, რომელიც დღემდე ითვლება თანამედროვე სცენოგრაფიისა და ქორეოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.

„ეფემერა“ განკუთვნილია 14+ ასაკის მაყურებლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინი და ჰეილი ბიბერები 2022 წლის 13 თებერვალს, Super Bowl-ზე. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბიბერის ბიზნეს წარმატებას ეხმიანება მას შემდეგ, რაც კოსმეტიკური ბრენდი Rhode ერთ მილიარდ დოლარად გაიყიდა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსის ახალი ალბომი – Something Beautiful

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი