ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბიბერის ბიზნეს წარმატებას ეხმიანება მას შემდეგ, რაც კოსმეტიკური ბრენდი Rhode ერთ მილიარდ დოლარად გაიყიდა

ჰეილი ბიბერის ბრენდი e.l.f. Beauty-მ შეიძინა.
ჯასტინი და ჰეილი ბიბერები 2022 წლის 13 თებერვალს, Super Bowl-ზე. ფოტო: კევინ მაზური
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები 2022 წლის Super Bowl-ზე
Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation

ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბიბერის წარმატებებს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც 23 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჰეილიმ კომპანია Rhode, რომელიც კანის მოვლის საშუალებებს აწარმოებს,  კოსმეტიკურ გიგანტ e.l.f. Beauty-ს 1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, პოპვარსკვლავი სოციალურ ქსელში ცოლის წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას გამოეხმაურა. 

ინსტაგრამზე ჯასტინმა ჰეილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის საქმიანი იმიჯით, თეთრ კოსტიუმშია გადაღებული. ფოტოსთან ერთად მან ჰეილის მიერ დადებული პოსტის ე.წ. სქრინშოტიც გამოაქვეყნა, სადაც ახალ ამბავს თავად ამცნობს გამომწერებს:

„როცა 2022 წელს Rhode დავაარსე, მას დიდ ოცნებებს ვუკავშირებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ Rhode კიდევ უფრო ბევრ სივრცეში და მეტი ადამიანის სახეზე გამოჩენილიყო მთელ მსოფლიოში,“ – წერს ჰეილი თავის პოსტში. „ამიტომ, დღეს განსაკუთრებულად აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ გიზიარებთ სიახლეს – ვერთიანდებით e.l.f. Beauty-სთან. კომპანიასთან, რომელსაც ჩემსავით სჯერა დიდი იდეების, ინოვაციისა და განსხვავებულად აზროვნების ძალის. ვგრძნობ, რომ სრული მზადყოფნით ვდგამ ნაბიჯს  და ახალ ეტაპზე გადავდივარ, როგორც Rhode-ს  კრეატიული დირექტორი და ინოვაციების ხელმძღვანელი, ასევე e.l.f. Beauty-ს სტრატეგიული მრჩეველი. დიდ მადლობას ვუხდი Rhode-ს გასაოცარ გუნდს. ამ ყველაფერს თქვენი გარეშე ვერ გავაკეთებდი. და, რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებლებს – უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის და მეგზურობისათვის. შემდეგ თავში  კიდევ უფრო დაუვიწყარი თავგადასავალი გველის – ერთად!”

ჯასტინ ბიბერმა ჰეილის ეს პოსტიც თავისი ინსტაგრამის ე.წ. Story-ზე გააზიარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანიმაცია Lulu Is a Rhinoceros

Moana-სა და Rhino-ს ვარსკვლავი აული კრავალიო  Lulu Is a Rhinoceros-ს საუნდტრეკს, The Perfect Me-ს ასრულებს

შემდეგი სტატია

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი