Moana-სა და Rhino-ს ვარსკვლავი აული კრავალიო  Lulu Is a Rhinoceros-ს საუნდტრეკს, The Perfect Me-ს ასრულებს

ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ Billboard Family-ს ექსკლუზიურად აული კრავალიო, მუსიკალური პროდიუსერი LELAND-ი და ანიმაციის შემქნელები, ჯეისონ და ალისონ ფლომები ესაუბრნენ.
ანიმაცია Lulu Is a Rhinoceros
ანიმაცია Lulu Is a Rhinoceros

Apple TV+-ის ახალი ანიმაციური ფილმი Lulu Is a Rhinoceros 30 მაისს გამოვა, პრემიერის წინ Billboard Family ექსკლუზიურად გთავაზობთ ანიმაციის საუნდტრეკს, სახელწოდებით – The Perfect Me.

სიყვარულით სავსე და მხიარულ სიმღერაში აული კრავალიოს პერსონაჟები მოტივაციის ასამაღლებელ ტექსტს მღერიან. „იდეალური მე  – მე ვარ, იდეალური შენ – შენ ხარ, როცა ერთმანეთს ვუსმენთ, მთელი სამყარო ჰარმონიაშია!” / The perfect me is me / The perfect you is you / And when we listen to each other / The whole world is more in tune, yeah! )

პრემიერის პარალელურად, აული კრავალიომ და ანიმაციის შემქმნელებმა, ჯეისონ და ალისონ ფლომებმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა LELAND-მა – Billboard-თან ექსკლუზიურად სიმღერის მთავარ გზავნილზე ისაუბრეს, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც აქტუალურია.

„ვგიჟდები პერსონაჟ ლულუს ენთუზიაზმით სავსე სულზე და მის შინაგან სიბრძნეზე, რომელმაც ზუსტად იცის, თუ ვინ არის. The Perfect Me-ს ჩაწერის პროცესი, ძალიან სახალისო იყო, მას მარტივი, თუმცა  მნიშვნელოვანი მესიჯი აქვს. შეიძლება, სხვებმა მიგითითონ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე, ან როგორ მოიქცე, მაგრამ  უნდა იცოდე, რომ შენ უკვე სრულყოფილი ხარ.” – ამბობს  აული კრავალიო.

ჯეისონ და ალისონ ფლომებმა, რომლებმაც  საბავშვო წიგნის ორიგინალი ვერსია ერთად დაწერეს, ანიმაციური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერებიც არიან. 

„როდესაც სიმღერის ტექსტს ვქმნიდით, პერსონაჟის შინაგან სამყაროს აღვწერდით, სიმღერაში ლულუ, ფლომ-ფლომი და ჰიპ-ჰოპი თითოეული სიტყვით ამტკიცებენ, რომ ისინი საკუთარი არჩევანით არიან ისინი, ვინც არიან. მათ არაფერი აქვთ დასამტკიცებელი, სრულყოფილები არიან.” – ამბობს ალისონ ფლომი Billboard-თან საუბარში. 

ჯეისონი კი  დასძენს: „ისინი გვახსენებენ, რომ მათში ბევრად მეტი რამ იმალება, ვიდრე სხვებს ჰგონიათ ან წარმოიდგენენ… ვფიქრობთ, სიმღერა The Perfect Me არა მხოლოდ ბავშვების, არამედ  ყველა მსმენელის გულამდე მივა. იმედი გვაქვს, რომ ეს სიმღერა მათ თავდაჯერებას შემატებს.” 

Lulu Is a Rhinoceros პარასკევს, 30 მაისს,  Apple TV+-ზე გამოვა, საუნდტრეკი კი Apple Music-სა და სხვა სტრიმინგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.

ანიმაციის მუსიკალური პროდიუსერია პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი LELAND, რომელიც Billboard-თან საუბარში ამბობს: „ალისონ ფლომის ბრწყინვალე ტექსტებისთვის შესაფერისი მელოდიებისა და აკორდების პოვნა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. ვცადე, ისეთი მელოდიები შემექმნა, რომლებიც დასრულებული, ემოციით სავსე და მარტივი იქნებოდა, რათა ბავშვებს რამდენიმე მოსმენაში შეეძლოთ მისი წამღერება. გავიხსენე ბავშვობაში ჩემთვის საყვარელი მუსიკალური ფილმებიდან სიმღერები, რომლებიც დღემდე მახსოვს. The Perfect Me-ს გზავნილი მარტივია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ყველასთვის, ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც, საჭიროა შეხსენება, რომ საკუთარი თავი უნდა მოგვწონდეს და გვიყვარდეს.”

მოისმინეთ სიმღერა The Perfect Me  ექსკლუზიური პრემიერა ანიმაციური ფილმიდან Lulu Is a Rhinoceros:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nikala & Big Boy – Noble Savage-ში წარდგებიან

შემდეგი სტატია

ჯასტინი და ჰეილი ბიბერები 2022 წლის 13 თებერვალს, Super Bowl-ზე. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბიბერის ბიზნეს წარმატებას ეხმიანება მას შემდეგ, რაც კოსმეტიკური ბრენდი Rhode ერთ მილიარდ დოლარად გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი