31 მაისს Nikala & Big Boy – Noble Savage-ში, Live in the Eden-ის პროექტის ფარგლებში წარდგებიან, სადაც მსმენელს განსაკუთრებული საღამო ელის.
არტისტ Nikala-ს შემოქმედება მრავალ მუსიკალურ სტილსა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას მოიცავს, რომელიც აკუსტიკურ და ელექტრონულ ელემენტებს იდეალურად აერთიანებს. Noble Savage-ში Nikala ცოცხალი პერფორმანსით წარდგება, სადაც საავტორო ნაწარმოებებს სინთეზატორებისა და სხვა ელექტრონული ინსტრუმენტების საშუალებით შეასრულებს.
საღამოს დინამიკური DJ სეტით Big Boy გახსნის, რომელიც იდეალური დასაწყისია კარგი განწყობისა და ენერგიული მუხტის შესაქმნელად.
31 მაისს Noble Savage-ის კარი 22:00 საათზე გაიხსნება, სადაც მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა ელის. ეს არის ადგილი, სადაც მუსიკის მოყვარულებისთვის ემოციები ბგერებად, ჟღერადობა კი ახალ გამოცდილებად იქცევა.
საღამოზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.