Tyler, the Creator-ის თქმით, წარმატების მისაღწევად არტისტი დელუზიური უნდა იყოს

„მე დელუზიური ვარ, მაგრამ ხუთი წლის ასაკიდან ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა.”
Tyler, the Creator
Roger Kisby/Getty Images

ცხოვრების უმეტეს ასპექტში დელუზიურობა კარგ თვისებად არ მიიჩნევა. თუმცა Tyler, the Creator-ს სწამს, რომ არტისტისა და შემოქმედისთვის ეს აუცილებელი რამაა.

„რაღაც რომ შექმნა, დელუზიური უნდა იყო,” – აღნიშნა მან Tyler Talk-ში საუბრისას ლონდონში. „და როცა დელუზიური ხარ, გარშემო ისეთი ადამიანები გჭირდება, რომლებიც გენდობიან. მე დელუზიური ვარ, მაგრამ ხუთი წლის ასაკიდან ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა.”

ტაილერმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ჰკითხეს, თუ რა პროფესიას აირჩევდა, მუსიკას რომ არ გაჰყოლოდა. რეპერმა კი აღნიშნა, რომ მისთვის სხვა ვერსია არასდროს არსებობდა. 

ჩემი წარმოსახვა ასე შორს არასდროს წასულა, რადგან ეს იყო ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მსურდა. 12 წლის დელუზიური ბიჭი ვიყავი, რომელიც ამბობდა: „მე გრემის მოვიგებ”. სხვა ბავშვები კი მპასუხობდნენ: „მოკეტე, ჩარზარდმა პიკაჩუ დაამარცხა.” ასე რომ, იყავით დელუზიურები.”

ცოტა ხნის წინ ტაილერისა და „კონვერსის” თანამშრომლობა შედგა, რომლის შედეგადაც „კონვერსი” ახალ სპორტულ ფეხსაცმელს, 1980 Program-ს გამოუშვებს. მისი შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. 

ამჟამად მუსიკოსი 2025 წლის მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც მის ახალ ალბომს, Chromakopia-ს ეძღვნება.

უყურეთ Tyler Talk-ის სრულ ეპიზოდს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსის ახალი ალბომი – Something Beautiful

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნის თქმით, Black Sabbath-ის ბოლო შოუზე სცენაზე „სიცოცხლის ფასადაც კი“ ავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი