ოზი ოსბორნის თქმით, Black Sabbath-ის ბოლო შოუზე სცენაზე „სიცოცხლის ფასადაც კი“ ავა

შვიდი წლის განმავლობაში პირველად, მეტალის ლეგენდა თავისი პირველი სრულფასოვანი გამოსვლისთვის ემზადება.
ოზი ოსბორნი
Ross Halfin

ოზი ოსბორნი დარწმუნებულია, რომ Black Sabbath-ის ფინალურ შოუზე სცენაზე აუცილებლად ავა. მეტალის ლეგენდა 2018 წლის შემდეგ პირველი სრული კონცერტისთვის ემზადება. ბილი მორისონთან, SiriusXM-ის გადაცემაში Ozzy Speaks, მომღერალმა აღნიშნა, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შოუ სახელწოდებით Back to the Beginning 5 ივლისს მის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში, Villa Park-ზე გაიმართება.

„ბოლოს ფიზიკურად აქტიური შრომა დაახლოებით შვიდი წლის წინ გავწიე“, – ამბობს ოზი. „მაგრამ ასე თუ ისე, ყველაფრის ფასად მივაღწევ სცენამდე“. ფინალურ კონცერტზე Black Sabbath-თან ერთად დაუკრავენ Metallica, Mastodon, Anthrax, Pantera, Alice in Chains, Gojira, Slayer და ასევე სუპერჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ვხედავთ მუსიკოსებს ისეთი საკულტო ბენდებიდან, როგორებიც არის Guns N’ Roses-დან, Smashing Pumpkins, Limp Bizkit, Judas Priest, Rage Against the Machine და სხვები.

ოზიმ ასევე ისაუბრა  მკაცრ სარეაბილიტაციო რეჟიმზე, რომელსაც ხერხემლის ოპერაციისა და პარკინსონის დიაგნოზის შემდეგ გადის. „მყავს ტრენერი, რომელიც სპეციალიზებულია იმ პაციენტებზე, ვინც ცხოვრებას სერიოზული პრობლემების შემდეგ უბრუნდება. რთულია, მაგრამ ის მარწმუნებს, რომ შევძლებ. მეც მაქსიმუმს ვდებ“.

ოზი, რომელიც უკვე 76 წლისაა, არ მალავს, რომ შოუს გამო ზოგჯერ ღელავს: „ხანდახან ვნერვიულობ, მაგრამ თუ ყოველდღე ამ ფიქრში ვიქნები, ჭკუიდან შევიშლები. ასე რომ, ერთი დღე – ერთი ნაბიჯი. სხვა გზა არ მაქვს. აკვიატებული აზრები მახასიათებს, ალბათ ობსესიურ-კომპულსიური დარღვევაც. მაგრამ ახლა ამას გვერდზე ვდებ და ყველაფერს ვაკეთებ 120 პროცენტით“.

გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში ოზიმ თქვა: „იქ ვიქნები და რაც შემეძლება, მაქსიმალურად გავაკეთებ. მთავარია, მივიდე“. ამ ამბავს გამოეხმაურა Tool-ის ვოკალისტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოზის სცენაზე დაბრუნება „ჩვენი დროის სასწაული“ იქნება, თუ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ბოლო სრულ კონცერტზე ოზიმ 2018 წლის 31 დეკემბერს დაუკრა. ეს ჯერ კიდევ პარკინსონის დიაგნოზის გასაჯაროებამდე მოხდა. „არ ვგეგმავ Black Sabbath-ის სრულ პერფორმანსში გამოსვლას, უფრო პატარა მონაკვეთებზე ვიმუშავებ. ვაკეთებ იმას, რაც კომფორტულად მეჩვენება,” – ამბობს მუსიკოსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, the Creator-ის თქმით, წარმატების მისაღწევად არტისტი დელუზიური უნდა იყოს

შემდეგი სტატია

ამ კვირის რომელი ახალი რელიზია თქვენი ფავორიტი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი