თბილისი პიანო ფესტი 2025 იწყება

ფესტივალი 17-28 ივნისს გაიმართება.

17-28 ივნისს თბილისი უკვე ტრადიციად ქცეულ საფორტეპიანო ფესტივალს უმასპინძლებს. თბილისი პიანო ფესტი 2025 წლის სეზონით ბრუნდება და წლევანდელ საკონცერტო პროგრამას აქვეყნებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსოფლიოში აღიარებული პიანისტები ეწვევიან. 17 ივნისს პიანო ფესტს მარკ-ანდრე ჰამელინი გახსნის. 

დუდანა მაზმანიშვილი – პიანისტი, თბილისი პიანო ფესტის დამფუძნებელი:

„წლევანდელ ფესტივალზე მოწვეული გვყავს რამდენიმე ის მუსიკოსი, რომელიც გამორჩეულად დაამახსოვრდა ქართველ მსმენელს. მათ შორის არის ლეგენდარული კანადელი პიანისტი მარკ-ანდრეა ჰამელინი, რომელიც 11-ჯერ არის ნომინირებული გრემიზე და ყველაზე ღრმა და მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩევა. ფესტივალს უბრუნდება ასევე ალექსეი ვოლოდინი, რომელიც უკვე ორჯერ იყო თბილისში. ასევე გვიბრუნდება ფრანჩესკო ლიბეტა, რომელმაც ორი წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაუვიწყარი კონცერტი გამართა. იგი ცნობილია, როგორც, შეიძლება ითქვას, დაუკვრელი, ვირტუოზული ნაწარმოებების შემსრულებელი და წარმოუდგენელი ტექნიკის პიანისტი. გარდა ამისა, თბილისს ეწვევა კონსტანტინ ლიფშიცი და ასევე ანდრიუს ჟლაბისი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ასრულებს გია ყანჩელის მუსიკას, რასაც იუთუბზე ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

ახალგაზრდა პიანისტებიდან მინდა გამოვყო უკიდეგანოდ ნიჭიერი, ემოციური და ინტელექტუალი მარტინ გარსია გარსია, რომელმაც შოპენის კონკურსიდან დაგვამახსოვრა თავი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს პიანისტი 2-3-დღიან შუალედში ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან ქართველ მსმენელს ეძლევა საშუალება, ცოცხლად მოუსმინონ იმ პიანისტებს, რომლებიც უკრავენ ბერლინის ფილარმონიაში, კონცერტჰაუსში, როიალ ალბერტ ჰოლში და ა.შ.

ფესტივალს ყოველ წელს თავად ვხურავ ხოლმე ორკესტრთან ერთად ღია ცის ქვეშ, თუმცა წელს გადავწყვიტე, რომ მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარვდგე 27 ივნისს, ხოლო ფესტივალი 28 ივნისს დასრულდება ღია ცის ქვეშ, სადაც გაიმართება კონცერტი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ყველა მსურველისთვის. შარშან დავიწყეთ და დავამკვიდრეთ ეს ფორმატი და იმდენად პოპულარული გახდა, ხშირად გვეკითხებოდნენ, გავიმეორებდით თუ არა. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გრძელდება საგანმანათლებლო კომპონენტიც და წელსაც გაიმართება მასტერკლასები, სადაც როგორც ქართველი, ისევე უცხოელი ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.”

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ გაამხილა, როგორ მალავდა მუცელს თავის ბოლო ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

Lady Gaga iHeartRadio Music Awards-ის ღონისძიებაზე, 2025 წლის 17 მარტი. ფოტო: კევინ მაზური /Getty Images

სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონში Lady Gaga-ს მონაწილეობა დადასტურდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი