50 Cent-ის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ტრამპმა ყველაფერი იცის, რაც Diddy-ს მასზე აქვს ნალაპარაკები

რეპერის კომენტარი ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ამბობდა, რომ კომბსის შეწყალების განხილვისას ფაქტებს დაეყრდნობა.
50 Cent
Chip Somodevilla/Getty Images

50 Cent ცდილობს, Diddy-ს მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ხმა ტრამპს მიაწვდინოს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სექსტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული რეპერის პოტენციური შეწყალების განხილვისას ის ფაქტებს დაეყრდნობა. 

„Diddy-ს ძალიან ცუდი რაღაცები აქვს ნალაპარაკები ტრამპზე. ეს არ არის ნორმალური. აუცილებლად მივაღწევ ტრამპამდე, რათა გაიგოს, თუ რას ვფიქრობ ამ ადამიანზე,” – დაწერა 50 Cent-მა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში. „დონალდი უპატივცემულობას არ მიიღებს. ის არასდროს ივიწყებს, თუ ვინ აირჩია მის წინააღმდეგ დგომა. დაუღალავად შრომისას, რომ ამერიკა ისევ დიდებული გახდეს, ყურადღების სხვა რაღაცებზე გადატანის დრო არ არის. მან უნდა განიხილოს შეწყალება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ და არა პაფ დედის მიმართ.”

მას შემდეგ, რაც რეპერის სტატუსი გამოცემების მთავარ თემად იქცა, 50 Cent-მა თავისი ნათქვამი კიდევ ერთხელ ახსნა: „მე არ მითქვამს, რომ რაიმეს ჩავშლი, მე უბრალოდ ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ ტრამპმა ეს ყველაფერი იცის.”

პარასკევს ტრამპს Diddy-ს პოტენციურ შეწყალებაზე ჰკითხეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის და რეპერი მეგობრობდნენ, თუმცა ეს ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტრამპი პოლიტიკაში წავიდა. 

„წლებია, მასთან არ მისაუბრია,” – თქვა ტრამპმა. „მას მე ძალიან მოვწონდი. ვფიქრობ, როცა პოლიტიკაში წავედი, ჩვენი ურთიერთობა მაშინ გაფუჭდა. ფაქტებს უნდა შევხედო. თუ ვიფიქრებ, რომ ადამიანის მიმართ უსამართლობაა, მოვწონვარ მას თუ არა, ამას ჩემზე გავლენა არ ექნება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, ესიზმრება, როგორ უხდის Jay-Z-ს ბოდიშს

შემდეგი სტატია

ედისონ რეი Popcast-ში Courtesy Photo

ედისონ რეის თქმით, ადრე ლეიბლები მას TikTok ვიდეოების გამოქვეყნებაში 20 დოლარს უხდიდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი