ედისონ რეის თქმით, ადრე ლეიბლები მას TikTok ვიდეოების გამოქვეყნებაში 20 დოლარს უხდიდნენ

„ზუსტად მახსოვს, ვიფიქრე: ღმერთო, 20 დოლარი!’“ – ამბობს ედისონ რეი The New York Times-ის Popcast-ში.
ედისონ რეი Popcast-ში Courtesy Photo
ედისონ რეი Popcast-ში Courtesy Photo

30 მაისს პოპ-სუპერვარსკვლავი  ედისონ რეი The New York Times-ის  Popcast-ს სტუმრობდა. არტისტმა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ლეიბლები   PayPal-ის საშუალებით მას მხოლოდ 20 დოლარს უხდიდნენ იმისთვის, რომ TikTok-ზე მათი არტისტების სიმღერებზე ცეკვის ვიდეოები გამოექვეყნებინა.

„მახსოვს, კოლეჯის პერიოდში მცირე შეთავაზებები მქონდა ლეიბლებისგან,  ფულს მიხდიდნენ, რომ პოსტები დამედო. ვფიქრობდი, საინტერესო იყო ის, რომ მუსიკალური ინდუსტრია ასე აქტიურად ეყრდნობოდა ამას.“ – თქვა ედისონ რეიმ.

როგორც ჩანს ეს 2019 წელს ხდებოდა, როდესაც TikTok-ის პლატფორმა აღმასვლას იწყებდა. Popcast-ის თანაწამყვანმა ჯონ კარამანიკამ შესაძლო ჰონორარად რამდენიმე ასეული დოლარი დაასახელა, თუმცა, როგორც რეიმ განმარტა, სინამდვილეში მისი ჰონორარი ბევრად ნაკლები იყო: „ასი დოლარი? ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო, 20 დოლარი იყო, ზუსტად მახსოვს. ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, 20 დოლარი.”

ედისონ რეიმ დაადასტურა, რომ ანაზღაურება PayPal-ის საშუალებით ერიცხებოდა. 

ედისონ რეი ერთ-ერთი პირველია, ვინც TikTok-პლატფორმიდან შემოქმედებითი გზა გაიკვალა, პოპულარობა მოიპოვა და ახლა ცდილობს, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს. არტისტი პარასკევს Columbia Records-ის მეშვეობით თავის პირველ, სადებიუტო ალბომს  Addison Rae-ს გამოსცემს.

ალბომში თორმეტი სიმღერაა გაერთიანებული, რომელშიც აქამდე გამოცემული სინგლები, მათ შორის  Billboard Hot 100-ის ჰიტი Diet Pepsi, ასევე Aquamarine, Headphones On, High Fashion და Fame is a Gun შედის.

ნახეთ სრული ინტერვიუ Popcast-ის ეპიზოდში:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent-ის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ტრამპმა ყველაფერი იცის, რაც Diddy-ს მასზე აქვს ნალაპარაკები

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი, 2024 წლის 29 სექტემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი Billboard

საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლის, Manchild-ის გამოსვლა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი