ფესტივალ „თბილისი  რიტმის” ფარგლებში ცნობილი ბალერინას, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართება

სპექტაკლი, სახელწოდებით „ნატალია ოსიპოვა – ბუნების ძალა” 15 ივნისს გრიბოედოვის თეატრში წარდგება
ნატალია ოსიპოვა
ნატალია ოსიპოვა

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი  რიტმი“ 2025 გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ბალეტის სუპერვარსკვლავი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბალერინა, ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა  ეწვევა. 15 ივნისს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს საპრემიერო სპექტაკლს, სახელწოდებით  „ნატალია ოსიპოვა – ბუნების ძალა”. წარმოდგენა კლასიკურ და თანამედროვე დადგმებს აერთიანებს, რომლებიც მისი, როგორც მოცეკვავის მრავალფეროვნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ ნატალია ოსიპოვა თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად ესტუმრება. მათ შორის არიან ქორეოგრაფი და მოცეკვავე ჯეისონ კიტელბერგერი, ვენის ოპერის წამყვანი სოლისტი ვიქტორ კაიშეტა, ლონდონის ნაციონალური ბალეტიდან  ფრანჩესკა ველიკუ და დენიელ მაკორმიკი, მარიინსკის თეატრის წამყვანი სოლისტი და პინა ბაუშის დასის მოწვეული არტისტი დარია პავლენკო და შაჰარ ბინიამინის დასის მთავარი მოცეკვავე ჯოზეფ კუდრა.  

„თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონს 9 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო საპრემიერო ალბომის პრეზენტაციით დახურავს.

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი  რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 წლის იუბილესთან დაკავშირებით Talking Heads-მა ჯგუფის პირველ ჰიტზე გადაღებული ვიდეო გამოუშვა, რომელშიც სირშა რონანი მონაწილეობს

შემდეგი სტატია

15 ივნისს Mechanical Rainbow-ს კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი