კენდრიკ ლამარის GNX-მა 2025 წლის BET Awards-ზე წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა

BET-ის წლევანდელი შოუს მთავარი გმირი სწორედ კენდრიკი იყო – მან ჯამში 10 ნომინაცია მიიღო.
კენდრიკ ლამარი BET Awards 2025-ია ცერემონიაზე
Christopher Polk

კენდრიკ ლამარმა 2025 წლის BET-ის დაჯილდოებაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. არტისტმა ჯილდო მიიღო წლის ალბომის კატეგორიაში 2024 წლის ალბომისთვის – GNX. 

დაჯილდოება ლოს-ანჯელესის Peacock Theater-ში გაიმართა. ცერემონიისას ლამარმა სცენიდან ახსნა, რატომ იყო მისთვის BET-ისგან მიღებული აღიარება განსაკუთრებული. დაჯილდოებაზე სტუმრებს შორის იყო კენდრიკ ლამარის კოლაბორატორი და ტურნეს პარტნიორი SZA, რომელიც რეპერს სიტყვით გამოსვლისას ამხნევებდა. 

„დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ ადგილს ყოველთვის გულით ვატარებდი. BET ყოველთვის ზუსტად ასახავს ჩვენს კულტურას,” – ახსნა ლამარმა. 

რეპერმა მადლობა პირველ რიგში ღმერთს გადაუხადა, შემდეგ კი საკუთარ გუნდს – PGLang-ის წევრებს. ბოლოს კიდევ ერთხელ მიუთითა დარბაზში მყოფ SZA-ზე და დაამატა: „SZA დარბაზშია, ერთად ვართ ტურნეში. აუცილებლად მოდით კონცერტზე.“

ლამარი სცენიდან ჩასვლას აპირებდა, როცა საღამოს წამყვანმა კევინ ჰარტმა შეაჩერა და კიდევ რამდენიმე ჯილდო გადასცა. BET-ის წლევანდელი შოუს მთავარი გმირი სწორედ კენდრიკი იყო – მან ჯამში 10 ნომინაცია მიიღო. 

GNX, რომელიც ნოემბერში გამოვიდა, ლამარისთვის  წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ალბომი სამი კვირის განმავლობაში ბილბორდის ტოპ 200-ის სათავეში იყო და მასში შესული არაერთი სინგლი ჰიტად იქცა. მათ შორის არის Luther, რომელიც რეპერმა SZA-სთან ერთად ჩაწერა და რომელიც 13 კვირის განმავლობაში Billboard-ის Hot 100-ის ჩარტის ლიდერ პოზიციებს იკავებდა.

კენდრიკ ლამარი ამჟამად სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად მართავს ტურნეს – Grand National Tour, რომელსაც SZA-სთან ერთად ატარებს. ტურნე აპრილში მინეაპოლისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ BET-ის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაციაში კენდრიკ ლამარისთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის – ბოლოს ეს ჯილდო არტისტს 2018 წელს გადაეცა  ალბომისთვის Damn. ამ ნამუშევარმა კენდრიკ ლამარს პულიცერის პრემიაც მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი ამბობს, რომ „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ დისნეიმ მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალა

შემდეგი სტატია

Sly and the Family Stone - 1973 წელი, 16 ივლისი. ფოტო: მიქაელ პუტლენდი / /Getty Images

სლაი სტოუნი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი