Creams დაანონსებული სტუდიური ალბომიდან პირველ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს

Plastic Supernova – ასე ჰქვია მომავალ LP-ს, რომელსაც მუსიკოსი მსმენელს მიმდინარე წელს წარუდგენს.
Creams
FOADB

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ქართველმა არტისტმა Creams-მა ახალი კლიპი გაავრცელა. ვიდეო გადაღებულია სომღერაზე, სახელწოდებით FOADB. როგორც თავად მუსიკოსი სოციალურ ქსელებში წერს, FOADB დაანონსებულ სადებიუტო სტუდიურ ალბომში შევა. Plastic Supernova – ასე ჰქვია მომავალ LP-ს, რომელსაც არტისტი მსმენელს მიმდინარე წელს  წარუდგენს. კლიპის რეჟისორი გიორგი ქველიძეა. 

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ Creams აქტიურად ცდილობს, ადგილობრივ და საერთაშორისო სცენას დაუკავშირდეს. ახლახან მუსიკოსმა ევროპული ტურნეც დააანონსა. ჯერჯერობით უცნობია ტურნეს დაწყების ზუსტი თარიღი, ასევე  ქალაქები და ვენიუები, სადაც მუსიკოსი კონცერტებს გამართავს. 

ახალგაზრდა არტისტსა და პროდიუსერს ქართველი მსმენელი 2019 წლიდან უკვე კარგად იცნობს. 2020 წლიდან Creams კომპანია Sony Music Group-ის მუსიკალურ ლეიბლთან, AWAL Records-თან თანამშრომლობს. არტისტს გამოშვებული აქვს არაერთი სინგლი, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის არის: Die For You, Sleep On Me, Run. აღსანიშნავია, რომ ტრეკი Sleep On Me სტრიმინგ სერვის Netflix-ის ცნობილ სერიალში, Lucifer-ში გაჟღერდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკოს პაპუნა შარიქაძის ალბომის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ლაგოდეხში ბლუზის რიტმი ცოცხლდება – ბლუზ ფესტივალი 2025 მსოფლიო ვარსკვლავებით 5 ივლისს გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი