ლაგოდეხში ბლუზის რიტმი ცოცხლდება – ბლუზ ფესტივალი 2025 მსოფლიო ვარსკვლავებით 5 ივლისს გაიხსნება

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი გახდა კავკასიის ბლუზის დედაქალაქი,“ – ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი ვიქტორ კერვალიშვილი.

ბლუზის მოყვარულებისთვის ლაგოდეხის „ბლუზ ვილიჯი“ ამ ზაფხულსაც ნამდვილ მუსიკალურ თავშესაფრად იქცევა. ფესტივალი მეცხრე წელს ითვლის, 5 ივლისს კი საღამო ისტორიული შემადგენლობით გაიხსნება, სადაც სცენაზე  ბლუზის ხუთი მეფე – The Kings of Blues ლეგენდარული ბი ბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი ვირტუოზი კენი უეინი წარდგებიან. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბით, სიურპრიზებითა და მეგავარსკვლავებით გამორჩეულია.

„ამ ხნის განმავლობაში უცვლელი არის მხოლოდ ის, რომ ვუკრავთ მხოლოდ ბლუზს. დანარჩენი წლიდან წლამდე იცვლება. ამაღლდა საშემსრულებლო დონე, იზრდება მონაწილეების რაოდენობა, ჩამოგვყავს სულ უფრო მეტი კაშკაშა ვარსკვლავი, ჩვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი კი სულ უფრო იზრდება. უკვე დავიმკვიდრეთ ადგილი, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე საინტერესო პროექტმა, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს,“ – აღნიშნავს ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი ვიქტორ კერვალიშვილი.

წელს ფესტივალს განსაკუთრებული ელფერი აქვს – ყველა შემსრულებელი თავისი სრული ბენდით ჩამოდის, რაც სრულიად სხვა საშემსრულებლო დონეს და ენერგიას ქმნის.

„ალბათ ცხრა წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ამას მოვახერხებდით, ვერ დავიჯერებდი. წელს ჩამოდიან ბი ბი კინგის ბენდის წევრები, შარშანდელი გრემის მფლობელი  კენი უეინი, სერ ვალდო უეზერსი – ჯეიმზ ბრაუნის საქსოფონისტი. ესენი ბლუზის მეგავარსკვლავები არიან, რომელთა მოსმენა და ნახვა ჩვენს საკუთარ სივრცეში, ლაგოდეხში, „ბლუზ ვილიჯში”, საოცარი იქნება. 

12 ივლისს, ბლუზის გულშემატკივრები უნიკალური მომენტის მომსწრენი გახდებიან – სცენაზე კლოდეტ კინგი, თავად ბი ბი კინგის ქალიშვილი წარდგება, რომელიც თავისი ენერგეტიკითა და ვოკალური შესაძლებლობებით მამის მუსიკალურ მემკვიდრეობას ღირსეულად აგრძელებს. იმავე საღამოს ლაგოდეხში იტალიელი გიტარისტი და ბლუზის საერთაშორისო სცენის გამორჩეული ფიგურა ლუკა ჯორდანოც დაუკრავს.

19 ივლისი კი განსაკუთრებული იქნება, – ფესტივალზე ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ამერიკელი ვოკალისტი შანა უოთერსტოუნი ბენდთან ერთად ბლუზ კომპოზიციებს შეასრულბს. 

ფესტივალი 2 აგვისტოს დაუვიწყარი კონცერტით დასრულდება. ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრი, ვირტუოზი მუსიკოსი სერ ვალდო უეზერსი ბენდთან ერთად ლაგოდეხში, ბლუზ ვილიჯის სცენაზე, საქსოფონის ჯადოსნურ ბგერებს გააჟღერებს.

„ვალდო შეგვპირდა, რომ იქნება სიურპრიზები, მაგალითად, ცნობილი სიმღერის Georgia-ს განსხვავებული ვერსიის ინტერპრეტაცია და კიდევ რამდენიმე კომპოზიციის განსაკუთრებული შესრულება, რომელიც მხოლოდ ლაგოდეხის სცენაზე გაიჟღერებს,“ – ამბობს Billboard Georgia-სთან საუბარში ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი ვიქტორ კერვალიშვილი. 

ფესტივალის კონცეფცია უცვლელია –  ეს არის თავისუფლების მუსიკა თავისუფალი ადამიანებისთვის. ბლუზი, რომელიც სევდას, ემოციას, პროტესტსა და თავისუფლების სიყვარულს აერთიანებს, ლაგოდეხის უნიკალურ ბუნებაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. 

წელს ფესტივალის ყველა მონაწილე ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოდის და ლაგოდეხიც პარიზის, კოპენჰაგენისა და ლონდონის გვერდით, ბლუზის ტრადიციულ ევროპულ რუკაზე ოფიციალურად მოექცა.

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი გახდა კავკასიის ბლუზის დედაქალაქი,“ – აცხადებს ვიქტორ კერვალიშვილი და სტუმრებს ფესტივალზე დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება. 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams დაანონსებული სტუდიური ალბომიდან პირველ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ლალო შიფრინი, „შეუსრულებელი მისიის” კომპოზიტორი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგო და The Cure-ის რობერტ სმიტი Glastonbury-ს სცენაზე 2025 წლის 29 ივნისი, ინგლისი. ფოტო: Samir Hussein/WireImage.

2025 წლის Glastonbury-ს ფესტივალზე ოლივია როდრიგომ სცენაზე The Cure-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ სმიტი მიიწვია

29 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე მოულოდნელად თავად რობერტ სმიტი გამოჩნდა.
მეტი
ნატალია ოსიპოვა

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში ცნობილი ბალერინის, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართა

15 ივნისს გრიბოედოვის თეატრში მაყურებლის წინაშე ლონდონის სამეფო ბალეტის ვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა წარდგა.
მეტი
ნატალია ოსიპოვა

ფესტივალ „თბილისი  რიტმის” ფარგლებში ცნობილი ბალერინას, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართება

სპექტაკლი, სახელწოდებით „ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა" 15 ივნისს გრიბოედოვის თეატრში წარდგება
მეტი