მუსიკოს პაპუნა შარიქაძის ალბომის პრეზენტაცია

„პუბლიკა”-ში პაპუნა შარიქაძის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მუსიკოსი ხატია ქორიძესთან და სოსო ცაგარეიშვილთან ერთად წარდგება.

27 ივნისს  „პუბლიკა”-ში პაპუნა შარიქაძის ალბომის, Jazz Unlimited-ის პრეზენტაცია გაიმართება.  სადებიუტო ალბომში ოთხი საავტორო კომპოზიციაა გაერთიანებული: Post Waltz, Big Zur, Creeping Borders და ალბომის სახელწოდების მქონე ტრეკი Jazz Unlimited. თავად ალბომი კი Break Records-ის ლეიბლის ქვეშ ჩაიწერა.

პაპუნა შარიქაძე:

“ალბომს Jazz Unlimited ჰქვია. 27 ივნისს, 21:00 საათზე, „პუბლიკა”-ში ჩემი სადებიუტო ალბომის პრეზენტაციაა, რომელიც 31 მარტს, Break Records-ის ლეიბლის ქვეშ, ერთ დღეში ჩაიწერა და ერთი თვის წინ ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე გამოვიდა. ახლა პარალელურად Youtube-ზეც იდება ყველა ტრეკი თავისი ვიდეოკლიპებით. ალბომში შედის 4 საავტორო ნაწარმოები. ხვალ ალბომში შესულ ოთხ ტრეკს და კიდევ რამდენიმე სხვა კომპოზიციას – ჩემს ინსტრუმენტულ ჯაზურ თემებს ხატია ქორიძესთან (ბას გიტარა) და სოსო ცაგარეიშვილთან (დრამი) ერთად დავუკრავ. ეს ჩემი და Break Records-ის თანამშრომლობის პირველი ეტაპია და სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ საერთო პროექტებს.”

მოისმინეთ პაპუნა შარიქაძის ალბომი Jazz Unlimited:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, BLACKPINK-მა ფანებს ჯგუფის ერთობლივი ფოტო წარუდგინა

შემდეგი სტატია

Creams დაანონსებული სტუდიური ალბომიდან პირველ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Natia Todua & Band Live at 1984

ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუსიკალური გამოცდილება ქართველ მსმენელს გავუზიარო.“
მეტი

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

ქართველი პიანისტი წარადგენს საავტორო პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1.
მეტი