„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი.
Christopher Polk/Billboard

ნიუ-იორკის მედისონ სკვერ გარდენში ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის გრანდიოზული, თუმცა მაქსიმალურად გასაიდუმლოებული ქორწილის შემდეგ თითქმის ორ თვეზე მეტი გავიდა.

თანამედროვე პოპკულტურის ისტორიაში ეს ინფორმაციის კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად რჩება. ცნობისთვის, არც საქორწინო კაბის, არც ცერემონიისა და არც წვეულების ფოტოები არ გავრცელებულა, მეტიც, სვიფტისა და კელსის გარემოცვიდან მათი ქორწილის შესახებ პრაქტიკულად არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამჟღავნებულა. 

თუმცა ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, ტრევის კელსიმ  ძმასთან, ჯეისონ კელსისთან ერთად New Heights პოდკასტის მეხუთე სადებიუტო ეპიზოდში ქორწილის შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა.

ოთხშაბათს დილით გამოქვეყნებულ ერთწუთიან ვიდეოანონსში ჯეისონი გადაცემას იმ მნიშვნელოვანი მოვლენას აფასებს, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა: „საინტერესო ამბები მოხდა… როგორც იქნა, დაოჯახდი!“ 

შემდეგ ტრევისი ამაყად აჩვენებს საქორწინო ბეჭედს და ადასტურებს: „დიახ, მე დაოჯახებული კაცი ვარ“. ვიდეო სწრაფად გადადის კადრებზე, სადაც ძმები ხმამაღლა იცინიან. ტრევისი კი ერთგულ მაყურებლებს მიმართავს: „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!“ 

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ეპიზოდში ტრევისი ქორწილის საღამოს იხსენებს და მას დაუვიწყარს უწოდებს. 

„მე და ტეილორი მადლიერნი ვართ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენს საღამოს დაესწრო. საქორწინო ფიცის დადებიდან, ერთმანეთის ნახვით დამთავრებული, მთელი ეს საღამო უბრალოდ ჯადოსნური იყო“, – ამბობს კელსი. 

ერთადერთი, რასაც ტრევისი ნანობდა, ისაა, რომ შესაძლებელი იყო, საღამო კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი თვალის დახამხამებაში დასრულდა.“ 

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი 3 ივლისს მედისონ სკვერ გარდენში დაქორწინდნენ. ცერემონიას კომიკოსი და მათი მეგობარი ადამ სენდლერი უძღვებოდა. როგორც ტრევისი ამბობს, წყვილმა ქორწილისთვის უჩვეულო ადგილი სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ სურდათ, ცერემონია ინტიმურ და მშვიდ გარემოში, ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩაეტარებინათ. 

პოდკასტში ძმებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს:  ტრევის კელსისა და ტეილორ სვიფტის ძაღლის, უენდის სარეკლამო დებიუტზე. უენდი პირველად გამოჩნდა Tommy Hilfiger-ის ახალ კამპანიაში, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყო. 

რეკლამაში ტრევისი ნიუ-იორკის სასტუმრო Plaza-ში შედის, ცნობილ სპორტსმენებსა და მუსიკოსებს ესალმება, ბოლოს კი აპარტამენტებში თავის თეთრ ძაღლთან ერთად ისვენებს.

„გადაწყდა, რომ რეკლამაში ძაღლი უნდა გადაეღოთ.  მკითხეს, ძაღლებთან პრობლემა ხომ არ მქონდა, მე კი ვუთხარი, რომ თავად მყავს ძაღლი, შემდეგ კი შემომთავაზეს, ხომ არ მსურდა ჩემი ძაღლის მოყვანა.” –  ამბობს ტრევისი ვიდეოში.

დაელოდეთ, პოდკასტ New Heights-ის სრული ეპიზოდი ოთხშაბათს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი