ბენი ბლანკოს თქმით, მისი და სელენა გომესის ქორწილი მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი იქნება

„უბრალოდ მინდა, საწოლში ვიწვე, დავივიწყო კვირის რომელი დღეა და რაღაცებს ვუყურო. ჩვეულებრივ, ასე არ ვიქცევი, მაგრამ სელენასთან ერთად მთელი დღის ასე გატარება მიხარია,” – ამბობს ბენი ბლანკო.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო ოსკარის ცერემონიაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი
Emma McIntyre/Getty Images

ბენი ბლანკომ ჯეიკ შეინის პოპულარულ პოდკასტში – Therapuss – გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს.

ეპიზოდში, რომელიც YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcasts-ზე გამოქვეყნდა, ბლანკო შეეხო სელენა გომესთან ურთიერთობას, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) წინააღმდეგ ბრძოლასა და ბილი აილიშთან ერთობლივ პირველ სამუშაო გამოცდილებას.

ბლანკო, რომელმაც გომესს ხელი 2024 წლის ბოლოს სთხოვა, აღიარებს, რომ ქორწილის დაგეგმვა ჯერ არ დაუწყიათ. „სინამდვილეში, ცოტა დასვენება მინდა. ბოლო პერიოდში სულ ვმუშაობდი,“ – თქვა მან.

„უბრალოდ მინდა, საწოლში ვიწვე, დავივიწყო კვირის რომელი დღეა და რაღაცებს ვუყურო. ჩვეულებრივ, ასე არ ვიქცევი, მაგრამ სელენასთან ერთად მთელი დღის ასე გატარება მიხარია,” – ამბობს ბენი ბლანკო.

მისი თქმით, ისინი ზაფხულში აპირებენ დასხდნენ და დიდი დღისთვის მზადება დაიწყონ. „ეს ქორწილი ხალხს გააგიჟებს,“ – იხუმრა შეინმა, რაზეც ბლანკომ უპასუხა: „არა, ის მშვიდი იქნება.“

მრავალი ჯილდოს მფლობელმა და არაერთი ჰიტის შემქმნელმა ბლანკომ ასევე გაიხსენა ბავშვობაში განცდილი შფოთვა და რიტუალები, რომლითაც შემაწუხებელი ფიქრების თავიდან აცილებას ცდილობდა: „ბავშვობაში ბგერების სახით რაღაც ხმას გამოვცემდი. მეგონა, რომ ამას თუ არ გავაკეთებდი, ჩემი მშობლები დაიხოცებოდნენ,“ – ამბობს ის. „ახლაც მაქვს რაღაც პატარა ჩვევები, სახის გარკვეულ ნაწილებს ვეხები ან მოჩვენებით ხველას ვიწყებ – ეს უნებლიედ ხდება.“

ბლანკოს თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, შეძლო იმ ჩვევების დაძლევა, რომლებიც სხვებისთვის იყო დამღლელი: „ყველა იმ ჩვევას შევეშვი, რაც სხვისთვისაა გამაღიზიანებელი. თუმცა მაინც ვაკეთებ პატარა რაღაცებს – მაგალითად, აბაზანაში ყველაფერს ისე ვათავსებ, რომ ეტიკეტის მხარეს იდგეს,“ – ამბობს ის ღიმილით.

ფანების დიდი გამოხმაურება გამოიწვია ინტერვიუს იმ ნაწილმა, როცა ბლანკომ Disney-ს სერიალი Wizards of Waverly Place ბილი აილიშის ჰიტის – Bad Guy-ს შთაგონებად დაასახელა.

„სერიალის საუნდტრეკი ვიცი, რადგანაც ის Bad Guy-ს შთაგონება იყო,“ – ამბობს ბლანკო. „ბილისთან მაშინ ვმუშაობდი, როცა ის 14 წლის იყო.“ როგორც განმარტავს, ის და ბილის ძმა ფინიასი ერთმანეთს საერთო იურისტმა გააცნო იმ დროს, როცა აილიშს ჯერ სცენაზე არც კი ჰქონდა ფეხი დადგმული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დოლი პარტონის თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიმღერების წერა დროებით შეწყვიტა

შემდეგი სტატია

კირა ნაიტლი ფილმიდან Pride & Prejudice/ Courtesy Everett Collection

ფილმ Pride & Prejudice-ის 20 წლის იუბლესთან დაკავშირებით ვინილი გამოიცა, რის შემდეგაც ფილმის საუნდტრეკი ჩარტების სათავეში მოექცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი