Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები Aflou – ჩინეთი

Aflou
Aflou

ახალგაზრდა თაობის მომღერალი Aflou 1992 წელს  ჩინეთში, ტუჯიას ეთნიკურ ჯგუფში, ჰუბეის პროვინციის პრეფექტურაში დაიბადა. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული არტისტი მუსიკისა და ტექსტების გარდა, პროდიუსინგის მიმართულებითაც მუშაობს. 

Aflou-ს ხშირად ურბანული ინდი მუსიკის პოეტად მოიხსენიებენ, რომელიც ქალაქის განწყობებს მელოდიად გარდაქმნის. 

Aflou-ს ნაზი და მშვიდი ხმის ჟღერადობა მის მუსიკას სიღრმესა და ემოციურ ელფერს სძენს.  ურბანული ცხოვრებისეული დაკვირვების უნარით იგი თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ახლოს მდგომ მუსიკალურ ლანდშაფტს ქმნის. 

Aflou-მ მუსიკის შექმნა სტუდენტობის პერიოდში, 2019 წელს, ლონდონში სწავლისას დაიწყო, სადაც ალტერნატიული პოპ-დუეტი სახელწოდებით YUN SEN ჩამოაყალიბა, დუეტის სიმღერა All I Have ინდიპრემიით დაჯილდოვდა.

ჩინეთში დაბრუნების შემდეგ, Aflou-მ სოლო სიმღერების შექმნა დაიწყო, რომელიც პლატფორმა Weibo-ზე ატვირთა და პოპულარობა მოიპოვა.

Aflou-მ 2022 წელს ლიუ ჰუანის ორიგინალური მუსიკის გრანტი მიიღო და სადებიუტო ალბომი  Three Seconds to the Galaxy გამოსცა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ალბომი სხვადასხვა პლატფორმის ჩარტებში 51-ჯერ მოხვდა და 2023 წლის Tencent Waves-ის მუსიკის დაჯილდოებაზე  საუკეთესო ვიზუალური დიზაინის ჯილდო მიიღო. ამავე ღონისძიებაზე Aflou საუკეთესო ახალ არტისტადაც იყო ნომინირებული.

მომღერალი თავისი გამორჩეული ენერგიული შესრულებით ათზე მეტ წამყვან მუსიკალურ ფესტივალზე წარდგა, მათ შორის არის: Strawberry Music Festival, Midu Music Festival და Corona SunSets Festival.

2024 წელს Aflou-მ  ჩინეთის ერთ-ერთ უმაღლესი დონის მუსიკალურ შოუში – Sing! China მიიღო მონაწილეობა, რასაც ცხრა ქალაქში გამართული ტურნე მოჰყვა.

2025 წელს Aflou-მ  მეორე ალბომი The Shouldn’t-Be Should გამოსცა, რომელიც მისი შემოქმედების ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კოლექტივი - აღმართები / ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი

კოლექტივის ახალი სიმღერა  –  „აღმართები“

შემდეგი სტატია

Aflou

Billboard Georgia Presents: New Gen- Aflou (China)

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი