ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე ვენეციაში, სან მარკოს მოედანზე წარდგა

ვენეციის მთავარმა მოედანმა ტრადიციად ქცეული წარმოდგენების ფარგლებში პიეტრო მასკანის ოპერა Cavalleria Rusticana-ს უმასპინძლა, სადაც მიხეილ შეშაბერიძემ ტურიდუს პარტია შეასრულა.

12 ივლისს სან მარკოს მოედანზე ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე წარდგა. ვენეციის მთავარ მოედანზე პიეტრო მასკანის ოპერა Cavalleria Rusticana შესრულდა. წარმოდგენა უკვე ტრადიციად ქცეული კონცერტების სერიის ნაწილია, რომელსაც სან მარკოს მოედანზე Teatro La Fenice მართავს. ტრადიციას საფუძველი 1928 წელს სწორედ Cavalleria Rusticana-ს ოპერით ჩაეყარა. 

ოპერა კონცერტის ფორმით იყო წარმოდგენილი, რომელსაც რიკო საკანი დირიჟორობდა. იტალიაში მოღვაწე ქართველმა ტენორმა მასში ტურიდუს პარტია შეასრულა. წარმოდგენა 16 ივლისს Rai3-ზე გადაიცა, ხოლო 23 ივლისს Rai5-ის ეთერით გადაიცემა. საკუთარი ემოციები მიხეილ შეშაბერიძემ Billboard საქართველოს გაუზიარა:

მიხეილ შეშაბერიძე:

„ჩემთვის ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოსვლა. იტალიის თითქმის ყველა თეატრში მაქვს ნამღერი, მაგრამ რაც აქ ხდებოდა, ასეთი რამ მე არსად მინახავს. სან მარკო ალბათ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მოედანია და, აი, ზღაპრული წარმოდგენა თუ შეიძლება რამეს ეწოდოს, ნამდვილად ეს იყო. სრულიად განსხვავებული ემოციები მქონდა. საოპერო თეატრში, იქნება ეს დახურული თუ ღია, სხვანაირი გარემო, სხვანაირი ემოციებია, აქ კი – აბსოლუტურად სხვანაირი, ნამდვილად ვერაფერს შევადარებ. თანაც, არ ველოდი, რომ მსახიობთა შორის მოვხვდებოდი და ორმაგად გაოცებული და ემოციებით სავსე ვარ.”

ნახეთ ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წარმოგიდგენთ Black Sabbath-ისა და ოზი ოსბორნის ყველაზე წარმატებულ ალბომებს Billboard 200-ში

შემდეგი სტატია

Runyu Qian

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – რუნიუ ჩიანი (ჩინეთი)

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი