როდ სტიუარტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი Forever Young-ის ფონზე გასული ვიდეოკლიპისთვის

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ უცნაურ კლიპში, რომელიც სტიუარტმა კონცერტის დროს აჩვენა, ოსბორნი ზეცაში სელფებს იღებს პრინცთან, ბობ მარლისთან, კურტ კობეინთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად.
რიკი მარტინი, როდ სტიუარტი, ოზი ოსბორნი და კლიფ რიჩარდი
STEFAN ROUSSEAU/PA IMAGES VIA GE

ოზი ოსბორნის მიმართ ჩაფიქრებულმა პატივისცემამ როდ სტიუარტი საბოლოოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. 80 წლის მომღერალმა კონცერტის დროს ეკრანზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უცნაური ვიდეო გაუშვა, რომელშიც ოსბორნი ზეცაში სელფებს იღებს სხვადასხვა გარდაცვლილ მუსიკოსთან, მათ შორის არიან „პრინცი”, ტინა ტერნერი, ბობ მარლი, კურტ კობეინი, თუფაქი, მაიკლ ჯექსონი, ფრედი მერკური და სხვები.

ფანის მიერ გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში კომენტარების ზღვა მოჰყვა. „ეს ნარკოტიკით გამოწვეულ ფსიქოზს ჰგავს, რომელმაც ოზი სარეაბილიტაციო ცენტრამდე მიიყვანა. 7/10. 10/10-იც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ პრინცესა დაიანასაც დაამატებდნენ და კიდევ ვინმეს, ვინც ჯერ არ მომკვდარა,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. კომენტარებში ასევე ვკითხულობთ: „Weekend at Bernie’s… პრინცს ისიც კი არ უნდოდა, რომ თავისი მუსიკა „სპოტიფაიზე” ყოფილიყო, ამიტომ სახელი შეიცვალა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაეცვა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, არასდროს მოაწერდა ხელს როდ სტიუარტის მიერ მისი სახის გამარიონეტებაზე.” „ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ბევრი ცუდი ვიზუალი მინახავს კონცერტებზე, მაგრამ ეს ახალი ფსკერია.”

Charlotte Observer-ის თქმით, აღნიშნული გამოსვლა სტიუარტმა დაასრულა სიტყვებით: „ძალიან საწყენია. ამ ადამიანებიდან ბევრი ნარკოტიკის გამო დაიღუპა… მე კი აქ ვარ!”

ოზი ოსბორნის გარდაცვალების შემდეგ უამრავი არტისტი ცდილობს, მუსიკოსს პატივი მიაგოს. მათ შორისაა სტიუარტიც, რომელიც Forever Young-ს, უფრო ტრადიციული გზებით, მუდმივად ოსბორნს უძღვნის. 22 ივლისს მან ინსტაგრამზე დაწერა: „ნახვამდის, ოზი. მშვიდად იძინე, მეგობარო. მანდ შევხვდებით ადრე თუ გვიან.”

წინა კონცერტზე კი Forever Young-ის შესრულებისას სტიუარტმა თქვა: „ამ კვირაში ოზის სახით ნამდვილი ლეგენდა დავკარგეთ… მე მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ. მალე შენთან ვიქნები… მაგრამ ძალიან მალე არა.”

ოსბორნის და სტიუარტის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Hacked Voices – ანუშკა ჩხეიძის ხმოვანი ინსტალაცია გერმანიაში 

შემდეგი სტატია

Jessie J 2025 წლის 11 მაისი. ფოტო: იორდან პეტიტი/PA Images via Get

Jessie J მკერდის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი