Jessie J მკერდის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

მომღერალმა განაცხადა, რომ გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.
Jessie J 2025 წლის 11 მაისი. ფოტო: იორდან პეტიტი/PA Images via Get
Jessie J 2025 წლის 11 მაისი. ფოტო: იორდან პეტიტი/PA Images via Get

მომღერალი Jessie J ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდეგ მოულოდნელად ისევ კლინიკაში აღმოჩნდა.

გამოცემა E! News-ის ინფორმაციით, 37 წლის მომღერალმა ჯესი ელენ კორნიშმა 2 აგვისტოს ინსტაგრამ Story-ში დაწერა, რომ ოპერაციიდან ექვსი კვირის შემდეგ ჯანმრთელობის გაურკვეველი პრობლემებით ისევ კლინიკაში დაბრუნდა.

„ნახეთ, როგორ გავატარე ბოლო 24 საათი. ისევ იმ პალატაში დავბრუნდი, სადაც ოპერაციის შემდეგ ვიყავი. ეს არც მოსალოდნელი იყო და არც დაგეგმილი. ისევ მქონდა სიმპტომები, რომლებიც ფილტვში სისხლის შედედებაზე მიუთითებდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ არის სისხლის შედედება.“ – დაწერა Jessie J-მ და საავადმყოფოდან ფოტო გააზიარა. 

მოგვიანებით მომღერალმა ინსტაგრამ Story განაახლა და დაწერა: „გავეწერე კლინიკიდან და რეაბილიტაციის პროცესს სახლში გავაგრძელებ.“

Jessie J-ს თქმით, მას ინფექცია აღმოაჩნდა:  „ბევრი ტესტი ჩავიტარე. საბოლოოდ ინფექცია აღმომაჩნდა. ჯერ კიდევ ცდილობენ დადგენას, თუ რა სახისაა ეს ინფექცია, ფილტვებში ცოტაოდენი სითხე მაქვს, სუნთქვა მიჭირს, მაგრამ გუშინ ღამით კლინიკიდან გავეწერე და რეაბილიტაციას სახლში გავაგრძელებ.” – წერს მომღერალი.  

3 აგვისტოს  ინსტაგრამ Sory-ში გამოქვეყნებულ პოსტში Jessie J-მ დაამატა: „მივიღე საბოლოო დიაგნოზი. ბევრი მეკითხება, როგორც ჩანს, ამას დრამატიზირება ჰქვია. სიმპტომები იგივეა, ისევ არ ვიცით, რა არის ზუსტად, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სარკაზმი და იუმორის გრძნობა ისევ ძლიერია.” 

Jessie J-მ სელფ-ვიდეოც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს მისი ოპერაციის შემდეგ პირველი „რეალურ დროში გადაღებული“ პოსტია. მომღერალმა აღნიშნა, რომ კონტენტის შექმნას არც ფიქრობდა და უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა. 

მომღერლის თქმით, რამდენიმე დღის წინ მას სუნთქვაც უჭირდა და მკერდში ტკივილის შეგრძნება ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს. „ახლა მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი მაქვს და იმედია, რომ ეს უბრალოდ ვირუსი იყო.”  – აღნიშნა მან. Jessie J-მ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დედას, მეგობრებს და ახლობლებს, რომლებიც ეხმარებიან და მის ორი წლის შვილთან, სკაისთან დროს ატარებენ.

ივლისში Jessie J-მ თქვა, რომ ანალიზებმა კიბოს გავრცელება არ აჩვენა. მომღერალს სიმსივნური ქსოვილების ამოკვეთის ოპერაცია 23 ივნისს ჩაუტარდა და მოგვიანებით კიდევ ერთ ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როდ სტიუარტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი Forever Young-ის ფონზე გასული ვიდეოკლიპისთვის

შემდეგი სტატია

Tiny Desk-ის პროდიუსერი პირობას დებს, რომ ტრამპის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორაციის დაშლის შემდეგ შოუ არ დაიხურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი