როკ-ენ-როლის ავსტრალიელი პიონერი Col Joye 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

„იმ დროს, როცა ადგილობრივ ინდუსტრიაშიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არტისტები დომინირებდნენ, ჯოიმ დაამტკიცა, რომ ავსტრალიელი ხალხი თავის არტისტებსა და მუსიკასაც შეიყვარებდა.”

Col Joye, როკ-ენ-როლის პიონერი და ავსტრალიის ხმის ჩამწერი ასოციაციის (ARIA) დიდების დარბაზის წევრი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი ცნობილია იმით, რომ ის იყო პირველი, ვინც როკ-ენ-როლი ადგილობრივი ჩარტების ლიდერ პოზიციაზე გაიყვანა. 

კოლინ ჯეიკობსენი 1936 წელს სიდნეიში დაიბადა. მუსიკაში პირველი ნაბიჯები 1957 წელს გადადგა, როგორც მისი ძმის, კევინ ჯეიკობსენის ჯგუფის, KJ Quintet წევრი. სიდნეის Jazzorama-ში მიწვევის შემდეგ ჯგუფის გეგმები, სახელად Col Jay and the Playboys დაერქვათ, შეიცვალა და მალე ისინი ცნობილი გახდნენ სახელწოდებით Col Joye and the Joy Boys.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სახელის შეცვლა ინანეს, ბენდმა წარმატებისკენ სვლა განაგრძო და 1959 წელს სიდნეის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა სიმღერით Bye Bye Baby. იმავე წელს ისინი გახდნენ პირველი ავსტრალიელი არტისტები, რომლებიც ეროვნული ჩარტის პირველ ადგილზე გავიდნენ სიმღერით Oh Yeah Uh Huh, რომელიც ჩარტში ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ამას კი შემდეგი ათი ლიდერი ჰიტიც მოჰყვა. 

საშემსრულებლო კარიერის გარდა, ჯოიმ და კევინმა დააარსეს საკუთარი კომპანიები, ხმის ჩამწერი ლეიბლი და სააგენტო. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება Bee Gees-თან კონტრაქტის გაფორმება იყო, რომელიც 1961 წელს დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. 

1971 წელს სწორედ Bee Gees გახდა პირველი ავსტრალიური მუსიკალური აქტი, რომელმაც Hot 100-ის პირველი ადგილის დაკავება შეძლო სიმღერით How Can You Mend a Broken Heart. მომდევნო წლებში ამ შედეგს ჯგუფმა კიდევ რვაჯერ მიაღწია. 

1988 წელს ჯოი გახდა ავსტრალიის ხმის ჩამწერი ასოციაციის დიდების დარბაზის პირველი ნაკადის წევრი AC/DC-სთან, ჯოან საზერლენდსა და სხვა არტისტებთან ერთად.

„მუსიკიდან დაწყებული, ტელევიზიით დასრულებული, კონცერტები, არტისტების მენეჯმენტი, ლაივ შესრულებები – ექვს ათწლეულზე მეტია, Col Joye-ს განუზომელი წვლილი აქვს ავსტრალიის მუსიკაში,” – აღნიშნავს ARIA-ს დირექტორი ანაბელ ჰერდი გავრცელებულ განცხადებაში.

„იმ დროს, როცა ადგილობრივ ინდუსტრიაშიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არტისტები დომინირებდნენ, მან დაამტკიცა, რომ ავსტრალიელი ხალხი თავის არტისტებსა და მუსიკას შეიყვარებდა. ჩვენი ღრმა მწუხარება ჯოის ოჯახს. ძალიან მოგვენატრება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეკ უაითი - 2024 წლის 6 ივნისი, დეტროიტი, მიჩიგანი. ფოტო: სკოტ ლეგატო / Getty Images

ჯეკ უაითმა თავის მიზანს მიაღწია და 30MLB-ის ყველა სტადიონი მოინახულა

შემდეგი სტატია

ახალ ვიდეოკლიპში ჯასტინ ბიბერი მეუღლესა და 11 თვის ვაჟთან ერთად ისვენებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი