YE-ს მტკიცებით, ჰაკერებმა მისი ინსტაგრამი გატეხეს და ყალბი კრიპტოვალუტის ანგარიში გამოიწერეს

20 აგვისტოს კანიე უესტმა Solana-ს ბლოკჩეინზე ე.წ. მიმკოინი გამოუშვა.
კანიე უესტი შანხაის საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის 11 ივლისი.
HECTOR RETAMAL/ GETTY IMAGES

YE (ყოფილი კანიე უესტი) ამტკიცებს, რომ მისი ინსტაგრამი YZY Money-ს სახელით შექმნილი ე.წ. meme coin-ის გაშვების შემდეგ გატეხეს. უესტის მტკიცებით, ჰაკერებმა მის ინსტაგრამზე შეღწევით შექმნეს კრიპტოვალუტის ყალბი ანგარიში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეპერის მიერ შექმნილ YZY Money-ს პროექტთან. 

„ჩემი ინსტაგრამი გატეხეს და მას ყალბი კრიპტომონეტა აქვს გამოწერილი. ოფიციალური პროექტია @YZY_MNY,” – დაწერა უესტმა 26 აგვისტოს.

მართლაც, გარკვეული დროის განმავლობაში YE-ს ინსტაგრამზე მხოლოდ ორი ანგარიში ჰქონდა გამოწერილი – ერთი მის მეუღლეს, ბიანკა სენსორის ეკუთვნის, მეორე ანგარიში კი Yeezy Token-ის (yzytkn) სახელით იყო წარმოდგენილი. უესტის თქმით, სწორედ ეს უკანასკნელი არის ინტერნეტ თაღლითების შექმნილი. 

Yeezy Token-ის ანგარიშს ამ დროისთვის 1 000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავს და მხოლოდ ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად აფრთხილებენ სხვებს, რომ აღნიშნული ანგარიში YE-სთან კავშირში არ არის.

20 აგვისტოს კანიე უესტმა Solana-ს ბლოკჩეინზე ე.წ. მიმკოინი გამოუშვა. „Yeezy Money აქ არის. ახალი ეკონომიკა, შექმნილი ბლოკჩეინზე,”– დაწერა Ye-მ სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც მას 33 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

შემდეგ პოსტში კანიემ ვიდეოც გააზიარა, რომელშიც ამბობს, რომ Yeezy Token ოფიციალურად გამოვიდა.

როგორც CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით Forbes იუწყებოდა, YZY Money-ს ღირებულებამ გაშვების შემდეგ სწრაფად მოიმატა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 1.5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

Yeezy Money-ს ვებგვერდი ფუნქციონირებს, როგორც ონლაინ გაყიდვების სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ YZY Money-ს ყიდვა-გაყიდვა. საიტზე განთავსებულ განცხადებაში წერია: „YZY MONEY არის კონცეფცია, რომელიც გაძლევს კონტროლს ცენტრალიზებული ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად. YZY არის ვალუტა, რომელიც ახორციელებს ყველა ტრანზაქციას YZY Money-ში.“

YE დიდი ხანია, ინტერესს იჩენს კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მიმართ. 2020 წელს ჯო როგანთან ინტერვიუში მან ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც კრიპტოსფეროში ნოვატორები იყვნენ.

ამ ხალხს მართლაც აქვს ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება ამერიკისა და კაცობრიობის ნამდვილი გათავისუფლება,“ – თქვა მაშინ YE-მ. „ტექნოლოგიური სფეროს ბევრმა წარმომადგენელმა, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მიმდევრებმა, შეძლეს ახალი გზების, ახალი ინფორმაციული არხების გამოყენება და ჩვენი არსებობის შემდეგი საფეხურის შექმნა მაშინ, როცა პოლიტიკური სისტემის ძალაუფლება ჯერ კიდევ მიბმულია საარჩევნო კოლეგიაზე, რომელიც მონობაზე იყო დაფუძნებული.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP სახელწოდებით Pretty Scars

ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP, სახელწოდებით Pretty Scars,  26 სექტემბერს გამოვა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი უემბლის სტადიონის სცენა, 2025 წლის 3 ივლისi, ლონდონი. ფოტო გარეთ კატერმოლი/Getty Images ABA

ნახეთ, თუ რას არქმევს ლანა დელ რეი ახალ ქანთრი ალბომს და გაიგეთ მიზეზი, თუ რატომ დაიგვიანა მისმა გამოსვლამ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი