Radiohead 28 წლის წინ გამოშვებული სიმღერით Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში ბრუნდება

Let Down შესულია Radiohead-ის ალბომში OK Computer.
Radiohead
TOM SHEEHAN

Radiohead 17-წლიანი პაუზის შემდეგ Billboard Hot 100-ის ჩარტში დაბრუნდა, მაგრამ არა ახალი, არამედ – ძველი სიმღერით.

ბრიტანული ბენდის სიმღერა Let Down, რომელიც შესულია ალბომში OK Computer, პირველად მოხვდა ჩარტში 28 წლის შემდეგ და ამ კვირის Billboard Hot 100-ში 91-ე პოზიცია დაიკავა.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ბენდი Hot 100-ის ჩარტში გამოჩნდა. მანამდე ჩარტში მოხვდა Creep (34-ე ადგილი, 1993 წელი), High and Dry (78-ე ადგილი, 1996 წელი) და Nude (37-ე ადგილი, 2008 წელი). განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, რომლებიც რადიოსადგურებისა და ციფრული გაყიდვების მონაცემებით იყო განპირობებული, Let Down ჩარტში თითქმის მთლიანად სტრიმინგის მაჩვენებლით მოხვდა. 15-21 აგვისტოს პერიოდში სიმღერამ აშშ-ში 5.2 მილიონი ოფიციალური სტრიმი დააგროვა. Luminate-ის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით სინგლს 4%-იანი ზრდა აქვს.

დღევანდელ ეპოქაში ძველი სიმღერებისთვის Hot 100-ში მოხვედრა იშვიათი აღარ არის. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში ოზი ოსბორნის Crazy Train გამოსვლიდან 45 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩარტში. ეს დებიუტი მუსიკოსის გარდაცვალებას მოჰყვა. ივნისში კი Coldplay-ს 2000 წლის სიმღერა Sparks ჩარტში კრის მარტინის ემოციური ცოცხალი შესრულებისა და დაკოტა ჯონსონთან სავარაუდო დაშორების შემდეგ მოხვდა. უკვე მე-6 კვირაა, Sparks კვლავაც ინარჩუნებს ჩარტის პოზიციას – ამჯერად ის 81-ე ადგილს იკავებს. მსგავსი შემთხვევა Nirvana-ს Something in the Way-სთან დაკავშირებითაც მოხდა, როცა 2022 წელს, The Batman-ში სიმღერის გამოყენების შემდეგ სინგლი კვლავ პოპულარული გახდა.

თუმცა ყველა ამ შემთხვევას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: ფილმში გაჟღერება, ვირუსული მომენტი ან არტისტის გარდაცვალება. Radiohead-ის Let Down-ის დაბრუნება კი გამორჩეულია იმით, რომ მისი სტრიმის მონაცემები ნელა და თანდათანობით გაიზარდა და მას ერთ კონკრეტულ მოვლენას ვერ დავუკავშირებთ.

Let Down 2022 წელს კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში სერიალ The Bear-ის პირველი სეზონის ფინალში გაჟღერების შემდეგ, მაგრამ მაშინ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩარტებში დასაბრუნებლად. წელს კი კომპოზიცია TikTok-ზე გახდა აქტუალური და Billboard-ის როკჩარტებშიც გამოჩნდა. 1997 წელს, ოფიციალური სინგლის სახით პირველად გამოშვების შემდეგ, სიმღერა Alternative Airplay-ში 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

სიმღერის TikTok-ზე პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა გასული წლის ბოლოს, როცა მომხმარებლები მას სევდიანი მომენტების ვიდეოებს ურთავდნენ. ეს ტალღა წელსაც გაგრძელდა – TikTok-ის შესაძლო დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, როცა Let Down იქცა სიმღერად, რომლის გამოყენებითაც მომხმარებლებმა მომავალი გაურკვევლობა გამოხატეს. 

ზაფხულის სტრიმინგის ტენდენცია (Luminate-ის მონაცემებით):

  • 30 მაისი–5 ივნისი: 4 მილიონი (+18%)

  • 6–12 ივნისი: 4.3 მილიონი (+8%)

  • 13–19 ივნისი: 4.2 მილიონი (−2%)

  • 20–26 ივნისი: 4.2 მილიონი (−1%)

  • 27 ივნისი–3 ივლისი: 4.5 მილიონი (+8%)

  • 4–10 ივლისი: 4.5 მილიონი (0%)

  • 11–17 ივლისი: 4.8 მილიონი (+5%)

  • 18–24 ივლისი: 4.9 მილიონი (+4%)

  • 25–31 ივლისი: 4.9 მილიონი (−1%)

  • 1–7 აგვისტო: 5 მილიონი (+2%)

  • 8–14 აგვისტო: 5 მილიონი (0%)

  • 15–21 აგვისტო: 5.2 მილიონი (+4%)

ეს საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელია თითქმის 30 წლის წინ გამოცემული სიმღერისთვის. ციფრებიდან ჩანს, რომ მოულოდნელი „ვირუსული აფეთქება“ არ მომხდარა და ეს ნელ-ნელა მზარდი ტენდენციაა, რაც იშვიათია, რადგან ჩვეულებრივ, ძველი სიმღერები უცებ ვირუსულად ხდება პოპულარული და მალევე კარგავს აქტუალურობას.

აღსანიშნავია, რომ Let Down არ არის Radiohead-ის ის სიმღერა, რომელიც სტრიმინგის მონაცემებით ლიდერობს. სიმღერამ Creep ბოლო კვირაში 7.4 მილიონი სტრიმი დააგროვა, თუმცა, რადგან 1993 წელს უკვე იყო ამ ჩარტში, Hot 100-ში დასაბრუნებლად ახლა ტოპ-50-ში უნდა მოხვდეს. Billboard Global 200-ის ჩარტში Creep 32-ე ადგილზეა, Let Down კი – 103-ზე.

საბოლოოდ, Let Down-ის გამოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სტრიმინგის ეპოქაში ძველი კატალოგებიც აქტუალურია. Creep-თან ერთად ამ კვირის Streaming Songs ჩარტში მოხვდნენ Fleetwood Mac-ის 1977 წლის კლასიკა Dreams და Goo Goo Dolls-ის 1998 წლის ჰიტი Iris.  ორივე სინგლი მილიონობით სტრიმს აგროვებს. ეს ტენდენცია ამტკიცებს, რომ ძველი მუსიკა კვლავაც პოულობს ახალ მსმენელს და არა მხოლოდ ვირუსული მომენტების წყალობით, არამედ – თავისთავად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებლის თქმით, დრეიკის ახალი გულსაკიდი ყალბია და ის 2Pac-ს არ ეკუთვნოდა

შემდეგი სტატია

ჯესი ჯეი 2025 წლის 11 მაისი, ლონდონი. ფოტო: ჯორდან პეტიტი/PA Images via Get

ჯესი ჯეიმ აშშ–ში დაგეგმილი ტურნე და ევროპული კონცერტები მკერდის სიმსივნის ოპერაციამდე გააუქმა. „იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ,“ – ამბობს მომღერალი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

Quemmekh-ს და გურამ მაცხონაშვილს უკვე რამდენიმე წელია, შემოქმედებითი პაუზა აქვთ, შესაბამისად, კოლაბორაცია სახელოვნებო სცენაზე მათ ერთგვარ დაბრუნებად შეიძლება მოვიაზროთ.
მეტი

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ჯუდით ოუენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა არტისტები და აუდიტორია ჯაზს აყვავებაში ეხმარებიან.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი
ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველადგილოსანი ჰიტის, Drop Dead-ის შემდეგ გამოდის.
მეტი
Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი