Billboard-ის ზაფხულის სიმღერების ჩარტის პირველ ადგილს ალექს უორენის Ordinary იკავებს

სიმღერა 14 კვირის განმავლობაში ჩარტის სათავეში იმყოფებოდა.
ალექს უორენი
JACK DYTRYCH

ალექს უორენის სიმღერა Ordinary 2025 წლის Billboard-ის ზაფხულის სიმღერების (Billboard Songs of the Summer) ჩარტის ლიდერია. სიმღერამ ეს ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ზედიზედ 14 კვირის განმავლობაში ჩარტის სათავეში იმყოფებოდა.

ჩარტი 20 ადგილისგან შედგება და აჯამებს ყველაზე პოპულარულ ტრეკებს. რეიტინგი გამოითვლება Billboard Hot 100-ის სტრიმინგის, რადიო ეთერისა და გაყიდვების მაჩვენებლებზე დაყრდნობით. წელს მონაცემები 7 ივნისიდან 6 სექტემბრამდე გამოქვეყნებული ჩარტების მიხედვით დათვალეს. Billboard Songs of the Summer-ის ჩარტში მონაწილეობა ვერ მიიღეს სიმღერებმა, რომლებიც წლის Songs of the Summer ჩარტში მოხვდნენ ან 2024 წლის ზაფხულამდე Hot 100-ის ჩარტში ლიდერ პოზიციებს იკავებდნენ.

Ordinary-ს წარმატებას კიდევ ის გამოკვეთს, რომ სიმღერა Hot 100-ში 10 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო. ეს ალექს უორენის კარიერაში პირველი №1 ჰიტია.

ეს უკვე ზედიზედ მეხუთე ზაფხულია, როცა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთმა სიმღერამ დაიკავა ლიდერი პოზიცია Songs of the Summer-ის ჩარტში. მანამდე ამ ტიტულის მფლობელები იყვნენ: Post Malone-ის I Had Some Help (2024), მორგან უოლენის Last Night (2023), ჰარი სტაილსის As It Was (2022) და BTS-ის Butter (2021).

მიუხედავად იმისა, რომ 2023 და 2024 წლებში ზაფხულის ჩარტს მორგან უოლენი ლიდერობდა, 2025 წელს ის მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩნდა სიმღერებით: What I Want, Just in Case და I’m the Problem. ის პირველი არტისტია, რომლის სამი ტრეკი ზაფხულის სეზონის ფინალური ჩარტის ტოპ-5-ში ერთდროულად მოხვდა. სამივე სიმღერა არის არტისტის ალბომიდან – I’m the Problem.

გამორჩეულია ისიც, რომ სიმღერამ What I Want ზაფხულის პერიოდში აშშ-ში ყველაზე მეტი – 298 მილიონი ოფიციალური სტრიმი დააგროვა. Ordinary კი ლიდერობდა, როგორც რადიო-ეთერში (930 მილიონი მსმენელი), ასევე გაყიდვების მონაცემებით (92,000 ჩამოტვირთვა).

Songs of the Summer 2025-ის ტოპ ხუთეულში ბოლო ადგილზეა კენდრიკ ლამარისა და SZA-ს კოლაბორაცია – Luther.

ტოპ ათეულის სრული სია ასე გამოიყურება:

6. ლედი გაგასა და ბრუნო მარსის Die With a Smile

7. Golden – HUNTR/X: EJAE, Audrey Nuna და REI AMI 

8. ჩაპელ როუნის Pink Pony Club

9. საბრინა კარპენტერის Manchild

10. რეივინ ლენეის Love Me Not.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკი 2025 წლის 11 ივლისი, ლონდონი ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

დრეიკის თქმით, ის ძალიან სენსიტიურად იღებს, როდესაც „კულტურის მტაცებელს“ უწოდებენ

შემდეგი სტატია

რიშარ გალიანოს კონცერტი თბილისში 9 სექტემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი