კოლუმბიელ-ამერიკელი არტისტი Kali Uchis 2025 წლის Billboard Latin Music Week-ს კითხვა-პასუხის ფორმატში შეუერთდება

ამჟამად Kali Uchis აშშ-ში ტურნეს ფარგლებში გამოდის, რომელიც მისი მუსიკალური კარიერის 10 წლის იუბილეს და ახალ ალბომს – Sincerely-ს ეძღვნება.
Kali Uchis
APO TSANG

კოლუმბიელ-ამერიკელი ვარსკვლავი Kali Uchis (ნამვილი სახელით – მარინა ლოაიზა) Billboard Latin Music Week-ის ფესტივალის მონაწილეა. Hot Latin Songs-ის ჩარტის პირველი ადგილის მფლობელი ჰიტების ავტორი ღონისძიების 2025 წლის სეზონის სპეციალური სტუმარი იქნება. ერთკვირიანი ფესტივალი 20-24 ოქტომბერს Fillmore Miami Beach-ზე ჩატარდება და არტისტი მასში მონაწილეობას კითხვა-პასუხის ფორმატში მიიღებს.

შეხვედრისას მომღერალი აუდიტორიას შემოქმედებით გზას გააცნობს, რომელიც ათწლეულზე მეტია, გრძელდება. არტისტი ისაუბრებს კარიერულ ეტაპებზე, შემოქმედებით პროცესებსა და კულტურულ გავლენებზე, რამაც ის ორენოვან მუსიკაში ერთ-ერთ მთავარ ინოვატორად აქცია.

ამჟამად Kali Uchis აშშ-ში ტურნეს ფარგლებში გამოდის, რომელიც მისი მუსიკალური კარიერის 10 წლის იუბილეს და ახალ ალბომს – Sincerely-ს ეძღვნება. მისი პირველი EP, სახელწოდებით  EP Por Vida SoundCloud-ზე 2015 წელს გამოქვეყნდა.  2024 წელს კი არტისტმა ორენოვანი ნამუშევარი – Orquídeas წარადგინა, რომელიც Billboard 200 ჩარტში მე-2 ადგილზე მოხვდა. Kali Uchis ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა All I Can Say და Is It A Crime, რომლებმაც Hot R&B/Hip-Hop Songs-ის ჩარტში 24-ე და მე-11 პოზიციები დაიკავეს.

„ალბომი Sincerely ძალიან ნოსტალგიური ჟღერადობის ჩანაწერია. ის ჩემთვის განსხვავებულია, რადგან მასში ის გავლენები იგრძნობა, რომლებიც აქამდე არასდროს გამომიხატავს,“ – განაცხადა მომღერალმა Billboard Español-თან ინტერვიუში. „ალბომზე ბევრ სხვადასხვა ჟანრს აქვს გავლენა. ყველამ იცის, რომ ძველი მუსიკა მიყვარს, მაგრამ ამჯერად ალტერნატიულ ჟღერადობასაც ვიკვლევდი. ჩემი ხმა ისეთი მიმართულებებით გამოვცადე, რაც აქამდე იშვიათად გამიკეთებია.“

წლევანდელი ღონისძიების უკვე დაანონსებულ სტუმრებს შორის არიან: Anuel AA, კარინ ლეონი, DY (წარსულში ცნობილი, როგორც Daddy Yankee), გლორია და ემილიო ესტეფანები, ლაურა პაუსინი, Luis R. Conriquez, Myke Towers, Netón Vega, Óscar Maydon, Ozuna, Silvana Estrada და Xavi. მალე კიდევ მეტი არტისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

Latin Music Week ჩატარდება Billboard Latin Music Awards 2025-ის პარალელურად, რომელიც 23 ოქტომბერს მაიამიში გაიმართება და Telemundo-სა და Peacock-ზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

ღონისძიების ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: BillboardLatinMusicWeek.com.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფი - ფოტო: მედლინ დოიჩი

ჰილარი დაფი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება

შემდეგი სტატია

ფილმ Song Sung Blue-ს ტრეილერში ჰიუ ჯეკმანი და კეიტ ჰადსონი Neil Diamond-ის ინტერპრეტატორებს განასახიერებენ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი