ჰილარი დაფი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება

პოპვარსკვლავმა კონტრაქტი Atlantic Records-თან გააფორმა.
ჰილარი დაფი - ფოტო: მედლინ დოიჩი
ჰილარი დაფი – ფოტო: მედლინ დოიჩი

ჰილარი დაფი მუსიკალურ კარიერას ათწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

9 სექტემბერს Atlantic Records-მა დაადასტურა, რომ პოპ-შემსრულებელმა და Disney Channel-ის ვარსკვლავმა ახალ ლეიბლთან კონტრაქტი გააფორმა. ცნობისთვის, ჰილარი დაფის ბოლო სტუდიური ალბომი Breathe In., Breathe Out., 2015 წელს RCA Records-ის მეშვეობით გამოვიდა. მას შემდეგ კი ჰილარი დაფი ძირითადად სამსახიობო კარიერაზე იყო კონცენტრირებული, მას ეკუთვნის მთავარი როლები სერიალებში Younger და How I Met Your Father.

მუსიკალური ნამუშევრის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰილარი დაფის შესახებ დოკუმენტური სერიალი მზადდება, რომლის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი სემ რენჩია. პრესრელიზის მიხედვით, სერიალი ჰილარი დაფის დიდი ხნის ნანატრ მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნებასა და პირად ცხოვრებისეულ გზას ასახავს.

ჰილარი დაფი ფართო აუდიტორიამ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში Lizzie McGuire-ში მონაწილეობით გაიცნო, რის შემდეგაც მუსიკალურ კარიერაში წარმატებასაც მიაღწია ჰიტებით Come Clean და Wake Up, რომლებიც Billboard Hot 100-ის ტოპ-40-ში მოხვდნენ. მისი ბოლო ჩანაწერი ამ ჩარტში 2015 წელს დაფიქსირდა სიმღერით Sparks.

ჰილარი დაფის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი 2000-იან წლებს უკავშირდება: მისი 2003 წლის ალბომი Metamorphosis და 2005 წლის კომპილაციური ალბომი Most Wanted –  Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილზე მოხვდა. მთლიანობაში, პოპვარკსლავს Billboard 200-ში ხუთი ტოპ-10 ალბომი აქვს. Luminate-ის მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში მისი ხუთი ყველაზე დიდი სტუდიური ალბომის ჯამში 7.8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

ჰილარი დაფის შესახებ დოკუმენტური სერიალის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. სერიალს კომპანია Next of Kin Content წარმოადგენს, რომელიც EverWonder Studio-ს ეკუთვნის. რეჟისორ სემ რენჩს კი აქამდე ისეთ მასშტაბურ მუსიკალურ პროექტებზე  უმუშავია, როგორებიც არის:  Taylor Swift: The Eras Tour და A Nonsense Christmas With Sabrina Carpenter. 

სიმბოლურია, რომ ცოტა ხნის წინ ჰილარი დაფის ჰიტ სიმღერა Wake Up-ის გამოსვლიდან 20 წელი შესრულდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LL Cool J 2025 წლის 7 სექტემბერი, (ნიუ-იორკი) UBS არენა , MTV მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. ფოტო: ჯონი ნუნეზი / Getty Images for MTV

2025 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტელეაუდიტორია ჰყავდა

შემდეგი სტატია

კოლუმბიელ-ამერიკელი არტისტი Kali Uchis 2025 წლის Billboard Latin Music Week-ს კითხვა-პასუხის ფორმატში შეუერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი