Offset ყოფილ ცოლს, Cardi B-ის ახალი ალბომის გამოცემის წინ მხარდაჭერას უცხადებს: „არავითარი დრამა, ყველას გამარჯვება გვჭირდება”

Cardi B-ის მეორე ალბომი – Am I the Drama? 19 სექტემბერს გამოიცემა.
Cardi B და Offset. ლოს ანჯელესი. 2024 წლის 4 თებერვალი.
EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES

2024 წელს Cardi B და Offset ერთმანეთს დაშორდნენ. ახლახან TMZ-იმ Offset-თან გასაუბრება შეძლო. ჟურნალისტმა რეპერს ჰკითხა, რას ფიქრობს Cardi B-ის დაანონსებულ მეორე ალბომზე, სახელწოდებით Am I the Drama?, რომელმაც შესაძლოა, მის ახლახან გამოშვებულ ალბომ Kiari-ს ჩარტებში გადაუსწროს.

„თქვენი შვილების ორივე მშობელი იქნება ნომინირებული წლის ალბომის კატეგორიაში?“ – ჰკითხა არტისტს TMZ-ის რეპორტიორმა. „რა თქმა უნდა,“ – უპასუხა Offset-მა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არის ალბათობა იმისა, რომ არტისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, Offset-მა უპასუხა: „არასოდეს. არა, არა და არა. მხოლოდ სიმშვიდე მინდა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ბავშვები გვყავს გასაზრდელი, გამარჯვებებიც უნდა მოვიპოვოთ.“

ყოფილ წყვილს სამი შვილი ჰყავს: უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი ერთი წლის. მიუხედავად იმისა, რომ Cardi B-იმ 2024 წლის ივლისში მეორედ შეიტანა განქორწინების შესახებ განცხადება, Offset-მა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაუჭერს მხარს თავის ყოფილ მეუღლეს, როცა ის ბოლოს და ბოლოს გამოუშვებს 2018 წლის ჩარტების ლიდერი ალბომის, Invasion of Privacy-ს გაგრძელებას.

Cardi B ამავე კვირაში ბრუკლინში გამართულ R&B/Hip-Hop Power Players-ის ღონისძიებაზე Billboard Impact of the Year Award-ის მფლობელი გახდა. ახლახან არტისტი ნიუ-იორკის ქუჩებში საკუთარი ალბომის პიარ აქტივობების დროს დააფიქსირეს. Cardi B-იმ ერთ-ერთი გადატვირთული ტროტუარი დაიკავა, გამვლელებს ალბომი წარუდგინა და მას ფასდაკლებით სთავაზობდა. „ჩემმა ლეიბლმა მითხრა, რომ უნდა გავიდე ქუჩაში და ეს ალბომი თავად გავყიდო,“ – დაწერა Cardi-მ ინსტაგრამზე ვიდეოს აღწერაში.

Cardi B-ის მეორე ალბომი – Am I the Drama? ოფიციალურად 19 სექტემბერს გამოიცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

yinav (lyric video dedicated to Tbilisi psychogeography) / DillaNext, Bobby Kensei

ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) და Bobby Kensei-ს ახალი სიმღერა Yinav

შემდეგი სტატია

Bad Bunny - 2025 წლის 11 ივლისი, კევინ მაზური/Getty Images

Bad Bunny აშშ-ში კონცერტებს არ გამართავს და ამის მიზეზი სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის რეიდებით გამოწვეული შიშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი