ედ შირანი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს

პოპვარსკვლავის მიერ პოდკასტში გაკეთებულმა კომენტარებმა გააჩინა ეჭვი, თითქოს იგი ბრიტანეთის დატოვებას სამუდამოდ აპირებდა.
ედ შირანი, 2025 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ფოტო: კარვაი თანგი / WireImage
ედ შირანი, 2025 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ფოტო: კარვაი თანგი / WireImage

მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში ედ შირანის მიერ ინგლისის შესაძლო დატოვებაზე ალაპარაკდნენ, მუსიკოსმა ინსტაგრამ სთორიში 9 სექტემბერს მიმართვა გაავრცელა. 

კვირას The 2 Johnnies-ის პოდკასტში ედ შირანმა ამერიკაში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, თითქოს იგი იმ ტენდენციას ეწინააღმდეგებოდა, როცა ცნობილი ადამიანები ამერიკას ტოვებენ. ედ შირანმა წამყვანებს უთხრა: „მე ახლა ამერიკაში გადასვლას ვაპირებ. ვგრძნობ, რომ შეიძლება ერთადერთი ვიყო, ვინც ამერიკაში გადადის. იქ  გარკვეული ხნით გასტროლებზე მივდივარ, ოჯახი მყავს, ამიტომ ვერაფერს ვწვდები. იქ მივდივართ და იქ დავსახლდებით“.

განცხადების შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და გულშემატკივარმა ეს მიმართვა ისე აღიქვა, თითქოს იგი ინგლისის დატოვებას სამუდამოდ აპირებდა, თუმცა მუსიკოსმა 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ ეს მხოლოდ დროებითია.

„აქ ბევრად უფრო მარტივია სიტუაციაში გარკვევა, ამიტომ მინდა, დავაზუსტო. პრესა ცდილობს, გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს ადამიანები ინგლისის დატოვებას ცდილობენ. მე არ მივდივარ საცხოვრებლად, ეს უბრალოდ ტურნეა, სადაც ოჯახთან ერთად მივდივარ. ლონდონიდან სან-დიეგომდე ყოველდღიურად მგზავრობა, ცხადია, ნამდვილად არ მინდა.”  – განმარტა ედ შირანმა. 

მან ასევე უარყო ვარაუდები, თითქოს მისი გადაწყვეტილება გადასახადებთან დაკავშირებული მიზეზებით ყოფილიყო განპირობებული: „ეს გადასახადების თემა არაა, ეს არის აშშ და არა არაბთა გაერთიანებული საემიროები. დიდ ბრიტანეთში გადასახადებს ყოველთვის გადავიხდი, რადგან აქ ვცხოვრობ.”  – აღნიშნა მუსიკოსმა.

ამ ეტაპზე ედ შირანი აქტიურად ემზადება მოახლოებული Loop Tour-ისთვის, რომელიც ევროპასა და ავსტრალიაში გაიმართება. მიუხედავად ამისა, მუსიკოსს ჯერ არ გაუმხელია ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს თარიღები, რომლებიც მისი ახალი ალბომის, Play-ს გამოსვლას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ალბომი ოფიციალურად 12 სექტემბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Bunny - 2025 წლის 11 ივლისი, კევინ მაზური/Getty Images

Bad Bunny აშშ-ში კონცერტებს არ გამართავს და ამის მიზეზი სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის რეიდებით გამოწვეული შიშია

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი: 12 სექტემბრის პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი