ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივლისში, როდესაც მოცეკვავე დიანდრე ბლუ და ქორეოგრაფი კრისტოფერ გრანტი ბიონსესთან ერთად ატლანტაში ტურნეზე იმყოფებოდნენ, მათი მანქანა გაქურდეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ორი Apple-ის ლეპტოპი და ხუთი მეხსიერების ბარათი, რომლებშიც ბიონსეს „გამოუქვეყნებელი მუსიკა“ და ტურნესთან დაკავშირებული სხვა ციფრული ფაილები ინახებოდა.
ბიონსე COWBOY CARTER-ის ტურის გამხსნელ შოუზე. 2025 წლის 28 აპრილი. კალიფორნია.
Julian Dakdouk

8 ივლისს, მოცეკვავე დიანდრე ბლუმ და ქორეოგრაფმა კრისტოფერ გრანტმა, რომლებიც ატლანტაში ბიონსესთან ერთად ტურნეზე იმყოფებოდნენ, პოლიციას მიმართეს, რომ მათი ავტომობილი გატეხეს. ბლუმ და გრანტმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მანქანას ფანჯარა ჰქონდა ჩამტვრეული და მოპარული იყო ორი ჩემოდანი, სადაც „პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია“ ინახებოდა.

პოლიციის ანგარიშში წერია, რომ მოპარულ სათავსოში იყო ორი Apple-ის ლეპტოპი და ხუთი მეხსიერების ბარათი, რომლებშიც ბიონსეს „გამოუქვეყნებელი მუსიკა“ და ტურნესთან დაკავშირებული სხვა ციფრული ფაილები ინახებოდა. ატლანტის პოლიციამ პრეს-რელიზში დაადასტურა, რომ ნივთები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

Billboard-მა მოიპოვა იურიდიული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ პირს – კელვინ ევანსს ბრალი წაუყენეს ავტომობილში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ძალით შეღწევის  მუხლით. ევანსის გირაო 20 000 დოლარით განისაზღვრა, წინასასამართლო სხდომა ამ კვირაში გაიმართება. ატლანტის პოლიციის ვებ-გვერდზე წერია, რომ ევანსი პოლიციამ 26 აგვისტოს დააკავა.

Cowboy Carter Tour-მა ივლისში რვა კონცერტიდან 102.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ივლისის შოუებზე სულ 392 000 ბილეთი გაიყიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდს იხსნებს

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club სტენლი კლარკის, ბექა გოჩიაშვილის და დენის ჩემბერსის კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი