მაკ მილერის GO:OD AM-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

ნახეთ ფილმი GO:OD AM (Time Flies, Try to Catch It).
მაკ მილერი – GO:OD AM (Time Flies, Try To Catch It)

მაკ მილერის 2015 წლის 18 სექტემბერს გამოცემულ ალბომს GO:OD AM 10 წელი შეუსრულდა. მუსიკოსის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა კი ამ თარიღის აღსანიშნად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოსცეს.

GO:OD AM (Time Flies, Try to Catch It) 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ალბომი და რა ხდებოდა იმ დროს მუსიკოსის გარშემო. ფილმი იწყება რეპერის ციტატით, სადაც ის ხსნის, თუ რისი მიღწევა სურდა ამ კონკრეტული პროექტით: „მინდოდა, ეს ალბომი, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით ყოფილიყო,” – ამბობს მილერი. „ბევრი მუსიკა, რომელსაც ბოლო დროს ვაკეთებ, ცოტა ბნელი და სევდიანა. მინდოდა, რომ ეს ალბომი ამ ყველაფრისგან გამოსვლა ყოფილიყო, რომელშიც თავდაჯერებულობა და პოზიტივი იგრძნობოდა.”

ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ: „სემ ბალაბანის მიერ შექმნილი ფილმი – რომელმაც გადაიღო მაკის Inertia, მოგვიანებით კი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Making Faces –  ეხება ალბომს, რომელიც მაკის პირველი რელიზი იყო დიდი ლეიბლის ქვეშ და რომელიც მიანიშნებდა იმ დიდ არტისტულ ევოლუციაზე, რაც შემდგომ მის მომავალ ალბომებში აისახა. საარქივო მასალის გამოყენებითა და მილერის გუნდის წევრებისა და მეგობრების დახმარებით ფილმი ალბომის მნიშვნელობას აანალიზებს.” 

მაკ მილერი 2018 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა. მუსიკოსი 26 წლის იყო.

ნახეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი GO:OD AM (Time Flies, Try to Catch It):

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დემი ლოვატო და Jonas Brothers 15 წლის შემდეგ Camp Rock-ის მესამე ფილმით ბრუნდებიან

შემდეგი სტატია

ჯონ სტიუარტი ჯიმი კიმელის ეთერიდან მოხსნას ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი