50 Cent გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ  Diddy-ს გუნდმა შეწყალების თხოვნით მიმართა

შონ კომბსს 3 ოქტომბერს 50-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
50 Cent
John Nacion

50 Cent შონ კომბსის დაცინვას აგრძელებს. ხოლო მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Diddy-ს გუნდს მასთან შეწყალების საკითხზე ჰქონდა საუბარი, 50 Cent-მა გადაწყვიტა, პრეზიდენტისთვის შეეხსენებინა ის დამამცირებელი კომენტარები, რომლებიც შონ კომბსს წარსულში ტრამპის შესახებ უთქვამს.

50 Cent-ის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო შეიცავდა Diddy-ს ძველ განცხადებებს, რომლებშიც ის ტრამპს 2020 წლის არჩევნების შემდეგ აკრიტიკებს. ერთ-ერთ ფრაზაში Diddy ამბობს: „თეთრკანიანები, როგორიცაა ტრამპი, უნდა განიდევნონ… უპირველესი პრიორიტეტი ტრამპის ოფისიდან გაშვებაა.“

ტრამპმა აგვისტოში Newsmax-თან ინტერვიუში თქვა, რომ ადრე მას და Diddy-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა რეპერი მას შემდეგ განეწყო მის წინააღმდეგ, რაც ტრამპმა პოლიტიკაში წასვლა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა გადაწყვიტა. „ძალიან მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან და კარგი ადამიანი ჩანდა. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ როცა არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, ძალიან მტრულად განეწყო,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

Diddy-ს სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს დასრულდა, რის შემდეგაც კომბსს 50-თვიანი პატიმრობა მიესაჯა სექსმომსახურების შესახებ ფედერალური კანონების დარღვევისთვის.

6 ოქტომბერს თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა დაადასტურა, რომ კომბსმა და მისმა გუნდმა შეწყალების თხოვნით მართლაც მიმართეს: „ბევრ ადამიანს უთხოვია ჩემთვის შეწყალება. მე მას Puff Daddy-ს ვეძახი,“ – თქვა ტრამპმა, – „ის ჩემგან შეწყალებას ითხოვს.“

ჯერ კიდევ მაისში ტრამპმა თქვა, რომ შეწყალების საკითხზე „ფაქტებს გადაამოწმებდა“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის ურთიერთობის გაფუჭება ამ გადაწყვეტილების მიღებას „უფრო გაართულებდა“.

50 Cent-მა Diddy-ს მაშინაც დასცინა, როცა 50-თვიანი განაჩენი გამოცხადდა. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სასამართლო პროცესის სკეტჩი, სადაც აცრემლებული Diddy ჩანდა, თუმცა შემდეგ ეს პოსტი წაშალა.

„ჰეი, ვინც Diddy-ს საჯარო გამოსვლებზე იწვევდა – გავიგე, რომ ვეღარ შეძლებს მოსვლას,” – დაწერა  50 Cent-მა სოციალურ ქსელში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

JISOO 'EYESCLOSED' teaser YG

BLACKPINK-ის წევრმა JISOO-მ  ზეინ მალიკთან დუეტი  დააანონსა

შემდეგი სტატია

თეთრი სახლი ზაკ ბრაიანის სიმღერის ტექსტს ეხმაურება, რომელიც საიმიგრაციო სამსახურს აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი