თეთრი სახლი ზაკ ბრაიანის სიმღერის ტექსტს ეხმაურება, რომელიც საიმიგრაციო სამსახურს აკრიტიკებს

„ამერიკელები მას არ ეთანხმებიან,” – აცხადებს თეთრი სახლის სპიკერი.
ზაკ ბრაიანი
GUS STEWART/REDFERNS

ზაკ ბრაიანმა, როგორც ჩანს, აშშ-ის მთავრობა გაანაწყენა თავისი ახალი სიმღერით, რომელიც ჯერ არ გამოსულა.

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში მომავალი სიმღერის პატარა მონაკვეთი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო დეპარტამენტი ფიგურირებს – „ICE მოვა და კარს ჩამოგიღებს,” – მღერის ბრაიანი. ტექსტს 4 დღის შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელი აბიგაილ ჯექსონი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჯექსონი აღნიშნული სიმღერის ფანი არ იყოს, მისმა განცხადებამ აჩვენა, რომ ის კარგად იცნობს მუსიკოსის შემოქმედებას და იცის ბრაიანის სიმღერები, რომელთა სახელწოდებებიც თავის განცხადებაში ჩააქსოვა.

„მაშინ, როცა ზაკ ბრაიანს სურს ‘ჭიშკრების გახსნა’ (ბრაიანის სიმღერა Open the Gates) კრიმინალი არალეგალებისთვის და გმობს ICE-ის გმირ ოფიცრებს, ‘რაღაც’ (სიმღერა Something in the Orange) მკარნახობს, რომ ამერიკელების უმრავლესობა მას არ ეთანეხმება და მხარს უჭერს პრეზიდენტი ტრამპის დიდ ამერიკულ გამოცოცხლებას”, – აღნიშნავს ჯექსონი. ღმერთი შენკენ (სიმღერა Godspeed), ზაკ!”

მომავალი სიმღერის გაზიარებული მონაკვეთის აღწერაში ბრაიანი წერდა: „წითელის, თეთრისა და ლურჯის გახუნება.”

მიუხედავად იმისა, რომ არტისტი უწინ დონალდ ტრამპთან ერთად ფოტოკამერის წინ პოზირებდა, ახლა, როგორც ჩანს, ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც თეთრი სახლის მასობრივი დეპორტაციის პოლიტიკას აპროტესტებს. აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ არაერთ სხვა არტისტსაც უსაუბრია. 

აბიგაილ ჯექსონი არ არის მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ბრაიანის ახალ სიმღერას გამოეხმაურა. აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმაც:  „‘ვარდისფერ ცაზე’ (ბრაიანის სიმღერა Pink Skies) დარჩი, ძმაო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ  Diddy-ს გუნდმა შეწყალების თხოვნით მიმართა

შემდეგი სტატია

NexTone Shota Tsutsuura

NexTone-ის ახალი ინიციატივა –  Game Music Academy და მისი პოტენციალი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი