Tamada-ს კონცერტს Homeland-ის და And Just Like That-ის ვარსკვლავი, სარიტა ჩოდჰერი დაესწრო

Tamada-ს ლაივი ნიუ იორკში მდებარე საკონცერტო სივრცეში – Public Records-ში გაიმართა.
Tamada, სარიტა ჩოდჰერი
Billboard Georgia/Tamada IG

ქართველი არტისტი Tamada ამჟამად ტურნეს ფარგლებში შეერთებულ შტატებში იმყოფება. ახლახან არტისტმა ლაივი ნიუ იორკში მდებარე საკონცერტო სივრცეში – Public Records-ში გამართა. როგორც აღმოჩნდა, კონცერტს ცნობილი მსახიობი, სარიტა ჩოდჰერი (Sarita Choudhury) დაესწრო. ჩოუდჰური მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ სერიალებიდან Homeland და And Just Like That იცის. ამ უკანასკნელში ჩოდჰერი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და პარტნიორობას ისეთ ვარსკვლავებს უწევს როგორებიც არიან სარა ჯესიკა პარკერი, კრისტინ დეივისი, სინთია ნიქსონი, ჯონ კორბეტი და სხვები.

მუსიკალური საღამოს შემდეგ Tamada-მ მსახიობთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში პოსტი Tamada-ს მსმენელმაც გააზიარა:

„ყველაზე ნიუ-იორკული ამბავი, რომელიც გადამხდენია – ვდგავარ ჩემთვის, ლაპარაკში ვარ გართული და ველოდები, Tamada როდის დაიწყებს დაკვრას. უცებ გვერდზე ჩამიჩრილა ქალმა, რომელიც წამში ვიცანი და კი, გადავწითლდი სახეზე. სარიტა ჩოდჰერი. თქვენთვის შეიძლება ქერი ბრედშოუს ახალი დაქალი იყოს, მაგრამ ჩემთვის მირაა – სოლ ბერენსონის ცოლი Homeland-იდან,“ – წერს თათია წულაძე, რომელიც Tamada-ს კონცერტს ესწრებოდა. „და აქვე – კი, დედას ვფიცავარ, ისიც Tamada-ს მოსასმენად იყო მოსული,“ – ვკითხულობთ პოსტში.

Tamada მუსიკალური პროექტია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა 5 წლის წინ გაიცნო. პროექტი ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე ელექტრონიკას ორიგინალური გზით აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი

შემდეგი სტატია

სემ რივერსი, Limp Bizkit-ის თანადამფუძნებელი და ბასისტი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი