სემ რივერსი, Limp Bizkit-ის თანადამფუძნებელი და ბასისტი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბენდი მუსიკოსს გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის.
სემ რივერსი Limp Bizkit-ის კონცერტზე მონტერეიში 2024 წელს
MEDIOS Y MEDIA/GETTY IMAGES

სემ რივერსი, Limp Bizkit-ის დამფუძნებელი წევრი და ბასისტი გარდაიცვალა. მუსიკოსი 48 წლის იყო. 

ინფორმაცია ბენდმა 18 ოქტომბერს გაავრცელა და რივერსს ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა, სახელწოდებით „ჩვენი ძმის, სემ რივერსის სიყვარულით მოგონება”.

„დღეს ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძმა, ჩვენი ბენდის წევრი, ჩვენი გულისცემა,” – წერს ბენდი რივერსზე, რომელიც 1977 წელს ფლორიდაში, ჯექსონვილში დაიბადა და 1994 წელს Limp Bizkit-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა ვოკალისტ დარსტსა და დრამერ ოტოსთან ერთად (ბორლენდი და DJ Lethal ბენდს 1996 წელს შეუერთდნენ).

„სემ რივერსი არ იყო მხოლოდ ჩვენი ბასისტი, ის ნამდვილი სასწაული იყო – პულსი თითოეული სიმღერის ქვეშ, სიმშვიდე ქაოსში და სული ჟღერადობაში. პირველივე ნოტიდან, რაც კი ოდესმე ერთად დაგვიკრავს, სემს მოჰქონდა სინათლე და რიტმი, რომელიც ვერასდროს ჩანაცვლდება. მისი ტალანტი ძალდაუტანებელი იყო, მისი არსებობა – დაუვიწყარი, გული კი – უზარმაზარი.”

„ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გავიზიარეთ – ბობოქარი, მშვიდი, ლამაზი – და ყველა მათგანი კიდევ უფრო მეტს ნიშნავდა სემთან ერთად. ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი იყო, ერთხელ რომ შეხვდები ცხოვრებაში, ლეგენდების ლეგენდა. მისი სული სამუდამოდ იცოცხლებს ყველა ნოტში, ყველა სცენასა და მოგონებაში. გვიყვარხარ, სემ.  ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნები. მშვიდად განისვენე, ძმაო. შენი მუსიკა არასოდეს დასრულდება.”

პოსტზე დამატებით კომენტარი დაწერა DJ Lethal-მა: „გვიყვარხარ, სემ რივერს. გთხოვთ, დავაფასოთ ოჯახის პირადი სივრცე ასეთ დროს. მივუძღვნათ სემს ყვავილები და მთელი დღე დავუკრათ მისი ბასპარტიები! შოკში ვართ. მშვიდად განისვენე, ძმაო. ყოველთვის იცოცხლებ შენს მუსიკასა და მათ ცხოვრებაში, ვინც შენი მუსიკის დახმარებით გადაარჩინე, ასევე ქველმოქმედებასა და მეგობრობაში. ყველანი გულგატეხილი ვართ. ისიამოვნეთ ცხოვრების ყველა მილიწამით. არაფერი გვაქვს გარანტირებულად.”

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ დასახელებულა. 2011 წელს მას ღვიძლის დაავადების დიაგონი დაუსვეს, 2017 წელს კი ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. ამ პერიოდში მან მცირე შემოქმედებითი პაუზა აიღო, თუმცა ბენდს 2018 წელს კვლავ დაუბრუნდა. 

Limp Bizkit-ის წარმატება 1997 წლის სადებიუტო ალბომთან, Three Dollar Bill, Y’all-თან ერთად მოვიდა. მასში შედიოდა ჯორჯ მაიკლის Faith-ის ქავერი, რომელიც ფართოდ გავრცელდა რადიოში, მისი ვიდეოკლიპი კი MTV-ზე ტრიალებდა. თუმცა მთავარი აღიარება 1999 წელს, მეორე ალბომის, Significant Other-ის გამოცემას მოჰყვა. ჩანაწერი Billboard 200-ის ლიდერი გახდა და გრემის სამი ნომინაცია დაიმსახურა. 2000 წელს ბენდი კიდევ ერთხელ მოხვდა Billboard 200-ის სათავეში ალბომით Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water.

ამ დრომდე Limp Bizkit-ს გამოცემული აქვს ექვსი სტუდიური ალბომი. მათი ბოლო ჩანაწერი 2021 წლის Still Sucks იყო.

ცოტა ხნის წინ, 2011 წლის შემდეგ პირველად, ბენდი „ბილბორდის” ჩარტის პირველ ადგილზე დაბრუნდა. მათი სინგლი Making Love to Morgan Wallen 2025 წლის 27 სექტემბრის კვირაში ჰარდ როკ სიმღერების, ალტერნატიული სიმღერების ციფრული გაყიდვებისა და ჰარდ როკ სიმღერების ციფრული გაყიდვების ჩარტების ლიდერი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tamada-ს კონცერტს Homeland-ის და And Just Like That-ის ვარსკვლავი, სარიტა ჩოდჰერი დაესწრო

შემდეგი სტატია

კრისტინ რობინსონი და მეთ პინკუსი On the Record-ში

როგორ იქცა მუსიკაში ინვესტირება ინდუსტრიის ყველაზე დიდ თამაშად – Billboard On The Record მეთ პინკუსთან ერთად

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი