8 ალბომი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შანსი,  2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე „წლის ალბომის“ ნომინაცია მიიღოს

გრემის ნომინაციები 7 ნოემბერს გამოცხადდება.
ლედი გაგა, კენდრიკ ლამარი
FRANK LEBON; DAVE FREE

ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა სიახლეებმა, რომლებიც ამერიკის ხმისჩამწერ აკადემიას ეხება, შესაძლოა, გარკვეული მინიშნებები მოგვცეს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ 7 ნოემბერს, გრემის ნომინაციების გამოცხადებისას. 

3 ნოემბერს აკადემიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს მათ დაახლოებით 2 900 ახალი ჟიურის წევრი დაამატეს – ეს არის მრავალწლიანი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შესარჩევი კომიტეტის გამრავალფეროვნებას. ახლად მიღებული წევრების 49% 39 წელს ქვემოთაა, 60% სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 30% – ქალად იდენტიფიცირდება.

გარდა ამისა, Recording Academy-ში გაწევრიანების შესახებ მოწვევა გაეგზავნა Latin Recording Academy-ს კომიტეტის წევრებს. ბევრმა მათგანმა ეს შეთავაზება მიიღო, რაც სერიოზული სიგნალია, რომ Bad Bunny-მ შეიძლება მეორე ნომინაცია მიიღოს წლის ალბომის კატეგორიაში თავისი დისკით – Debí Tirar Más Fotos. ის აქამდეც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც 28 სექტემბერს გამოცხადდა, რომ მომავალ წელს Super Bowl-ის შოუს მთავარი შემსრულებელი იქნება. Latin Recording Academy-ს წევრების ფაქტორი პოზიციებს უმყარებს Karol G-საც. 

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ აკადემიამ დაასახელა ვარსკვლავები, რომლებიც პარასკევის ნომინაციების პირდაპირ ეთერში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ისინიც, ვინც თავადაც ელის ნომინაციას: საბრინა კარპენტერი, ჩაპელ როუნი, ბრენდი კარლაილი, Doechii, ჯონ ბატისტი და Karol G.

რა თქმა უნდა,  ნომინაციების წამყვანის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ არტისტი აუცილებლად იქნება ნომინირებული. 

გთავაზობთ ალბომებს, რომლებსაც წელს ნომინაციის მიღების დიდი შანსი აქვთ: 

კენდრიკ ლამარი (GNX) და ლედი გაგა (MAYHEM), სავარაუდოდ, წლის ალბომის ნომინანტთა ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტები არიან. ეს ორივესთვის, როგორც სოლო არტისტებისთვის, მეხუთე ნომინაცია იქნება ამ კატეგორიაში, თუმცა არცერთს არასოდეს გაუმარჯვია ამ ნომინაციის ფარგლებში.

თუ ლამარს დაასახელებენ, ის გახდება პირველი სოლო არტისტი გრემის ისტორიაში, რომელსაც წლის ალბომის კატეგორიაში ზედიზედ ხუთი სტუდიური ნამუშევარი ექნება ნომინირებული.

ელტონ ჯონმა და Coldplay-მაც შეიძლება მეოთხე ნომინაცია მიიღონ. ჯონისთვის ეს იქნება კოლაბორაციული ალბომი Who Believes in Angels?, ხოლო Coldplay-სთვის – Moon Music. 

თუ წლის ალბომის კატეგორიაში ერთდროულად სამი რეპალბომი მოხვდება, ესეც ისტორიული მომენტი იქნება – აქამდე მაქსიმუმ ორი რეპალბომი იყო ნომინირებული. ლამარის GNX-ს პრაქტიკულად გარანტირებულად აქვს ნომინაცია, ხოლო Clipse-ის Let God Sort Em Out და Tyler, the Creator-ის CHROMAKOPIA-ს საკმაო შანსები აქვთ.

დებიუტებსაც ხშირად დიდი პერსპექტივა აქვთ. წელს კონკურენტებს შორის არიან: ლეონ თომასი – Mutt, ალექს უორენი – You’ll Be Alright, Kid და sombr – I Barely Know Her.
ოლივია დინის ალბომი The Art of Loving კი გრემის ნომინანტად დასახელების ვალიდურ ვადებს მიღმა გამოვიდა, ამიტომ გაისად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამ წელს საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციის ერთ-ერთი ფავორიტია.

სხვა ძლიერი პრეტენდენტები არიან The Weeknd-ის Hurry Up Tomorrow, ტეიტ მაკრეის  So Close to What, Laufey-ს A Matter of Time, ბონ აივერის SABLE, fABLE, Jelly Roll-ის Beautifully Broken, HAIM-ის I Quit,  Lorde-ის Virgin და Kali Uchis-ის Sincerely.

სავარაუდო რვა ნომინანტი წლის ალბომის კატეგორია კი ასე გამოიყურება:

Bad Bunny – Debí Tirar Más Fotos

Bad Bunny
ERIC ROJAS

სამი წლის წინ Bunny-ს Un Verano Sin Ti გახდა პირველი სრულად ესპანურენოვანი ალბომი, რომელმაც  წლის ალბომის ნომინაცია მიიღო. Nadie Sabe… სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ახალ ალბომს საუკეთესო შეფასებები აქვს და ჩარტებშიც ხანგრძლივი პერიოდი ლიდერობდა. 

Super Bowl-ის შოუს ჰედლაინერობა კი პირდაპირ Grammy-ს დაჯილდოების სეზონს დაემთხვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩანაწერის პოპულარობას.

ამასთან, Bunny-ს არჩევანზე ატეხილმა რასისტულმა სკანდალმა, შესაძლოა, მხარდაჭერის ეფექტიც გამოიწვიოს და  Grammy-ის ხმის მიცემის კომიტეტის წევრებმა სოლიდარობის ნიშნად მას დაუჭირონ მხარი. თუ Bunny ნომინაციას მიიღებს, ის გახდება 2004 წლის შემდეგ (ჯასტინ ტიმბერლეიკი) პირველი არტისტი, რომელიც იმავე წელს არის Super Bowl-ის მთავარი ჰედლაინერიც და Grammy-ზე წლის ალბომის ნომინანტიც. 

საბრინა კარპენტერი – Man’s Best Friend

Sabrina Carpenter
BRYCE ANDERSON



კარპენტერი უკვე იყო ნომინანტი Short n’ Sweet-ით და აქვს შანსი, გახდეს მესამე არტისტი ბოლო ათწლეულში, ვინც ორი წლის განმავლობაში ზედიზედ მიიღებს ამ კატეგორიის ნომინაციას (H.E.R.-ის და ტეილორ სვიფტის შემდეგ).

Clipse – Let God Sort Em Out

Clipse
CIAN MOORE



ფარელ უილიამსის პროდიუსინგით შექმნილმა ალბომმა დუეტის კარიერაში საუკეთესო პირველი კვირა აჩვენა და კრიტიკოსების  მოწონება დაიმსახურა. თუ ალბომი ნომინაციას მიიღებს, ეს ერთდროულად იქნება როგორც კონკრეტული ნამუშევრის აღიარება, ასევე დუეტის კარიერული მნიშვნელობის აღნიშვნა.

ელტონ ჯონი & ბრენდი კარლაილი – Who Believes in Angels?

Elton John and Brandi Carlile 
PEGGY SIROTA



თუ ეს ალბომი მოხვდება ნომინაციებში, ელტონ ჯონს წლის ალბომის ნომინაციებს შორის 55-წლიანი პაუზა ექნება. ეს  შედეგი მხოლოდ ტონი ბენეტს აქვს თავისი კარიერის მანძილზე.

ლედი გაგა – Mayhem

Lady Gaga
FRANK LEBON

გაგას უკვე 14 გრემი აქვს, მაგრამ ჯერ არცერთხელ მოუგია დიდი ოთხეულიდან ჯილდო. Mayhem შეიძლება მისი დიდი შანსი იყოს. ალბომი ასევე იბრძვის საუკეთესო ვოკალური პოპალბომის ნომინაციისთვის, სადაც ლედი გაგას უკვე აქვს მიღებული გრემი.

კენდრიკ ლამარი – GNX

კენდრიკ ლამარი
Dave Free

თუ ლამარს დაასახელებენ წლის ალბომის ნომინანტად, ის პირველი რეპერი გახდება, რომელსაც  ამ კატეგორიაში ხუთი ნომინაცია აქვს, როგორც წამყვან არტისტს. GNX ასევე ფავორიტია საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაშიც, სადაც  კენდრიკი უკვე სამ ჯილდოს ფლობს.

Tyler, The Creator ‘DON’T TAP THE GLASS’

Tyler, The Creator – CHROMAKOPIA

ტაილერი  უკვე ხანგრძლივად მიჰყვება განვითარების გზას და ყოველ ალბომთან ერთად მის მიმართ კრიტიკული და კომერციული ინტერესიც მატულობს. CHROMAKOPIA მისი ყველაზე სტაბილურად წარმატებული ალბომი და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი რეპ რელიზია წელს.

The Weeknd – Hurry Up Tomorrow

The Weeknd

Beauty Behind the Madness-ის შემდეგ The Weeknd-მა სამჯერ გამოტოვა წლის ალბომის ნომინაცია, ხოლო 2021-ში საერთოდ ვერცერთ ნომინაციაში ვერ მოხვდა, რაც სკანდალად იქცა. ახლა კი, გრემის სცენაზე მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ, მისი შანსი ისევ რეალურია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობერტ სმიტი The Cure-ის გამოსვლა Riot Fest 2023-ის ფარგლებში, ჩიკაგო. დენიელ ბოჩარსკი/Getty Images

The Cure საკონცერტო ფილმ The Show of a Lost World-ის შესახებ დეტალებს ავრცელებს

შემდეგი სტატია

თეთრმა სახლმა ახალ ვიდეოში ტეილორ სვიფტის სიმღერა გამოიყენა, პრეზიდენტისა და მომღერლის კონფლიქტური ურთიერთობის მიუხედავად

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი