რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს” ახალი სიცოცხლე

Billboard
18 ნოემბერი, 2025

კომპოზიცია პროექტ „რკენას” ფარგლებში შეიქმნა და მასზე ნიკა კოჩაროვმა იმუშავა.

ქართულ სპორტულ სივრცეში ახალი პროექტი გამოჩნდა – „რკენა” – შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია, რომელმაც მალევე დაიმსახურა საზოგადოების ინტერესი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა მუსიკალურმა გაფორმებამ – საუნდტრეკმა, რომელიც რევაზ ლაღიძის ცნობილი „საჭიდაოს” ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ახალი ტექსტი, თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობა და განსხვავებული ვოკალი – ეს ის კომპონენტებია, რომლებმაც ყველასათვის საყვარელ ნაწარმოებს ახალი სიცოცხლე შესძინა. კომპოზიციის თანამედორვე მუსიკალური გადაწყვეტა ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის.

ნიკა კოჩაროვი:

„ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ზოგადად, ძალიან რთულია, როდესაც უკვე კარგად ნაცნობ მელოდიას ეხები, რომელიც ისე უნდა გადააკეთო, რომ ხალხი არ გაღიზიანდეს. ამიტომ ვეცადე, რაც შეიძლება მინიმალური ცვლილებები შემეტანა მასში, თუმცა თანამედროვე საუნდებით. 

მუშაობისას ჩემთვის ყველაზე მთავარი მომენტია, როცა ამა თუ იმ გადაწყვეტას მივაგნებ. ამ შემთხვევაში ძალიან მალე მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. თავიდან კომპოზიცია ძალიან ნელა იწყება, ხოლო შემდეგ უკვე ტემპი ჩქარდება და, შეიძლება ითქვას, უფრო საცეკვაო ხდება. აი, როცა უკვე ტემპი შემოდის, მაგისი არაერთი ვარიანტი ვცადე და როცა იმას მივაგენი, რაც საბოლოო ვერსიაშია, ეგ იყო ერთ-ერთი აღმოჩენის მომენტი ჩემთვის. ასევე მთავარი მიგნება იყო ვოკალი. მთელი სიმღერა რეალურად სულ ერთი ნოტია, რომელიც არ იცვლება. თვითონ მელოდია იმდენად ნაცნობია, რომ რიტმულადაც რომ მღერი, თუნდაც სულ ერთი ნოტით, მაინც ყველა ხვდება, რა არის. ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, უკრავს მელოდიას, მაგრამ ვოკალი სულ ერთი და იგივეა – ძალიან დაბალი რეგისტრის ბოხი ხმა, რომელიც ერთ ნოტში მღერის. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა ძალიან მოუხდა თავად იმ კონტექსტს, რისთვისაც კომპოზიცია გაკეთდა. საბოლოოდ, ძალიან მომწონს, რაც გამოვიდა და მიხარია, რომ გამოხმაურებაც ძალიან კარგი აქვს.”

განახლებული „საჭიდაო” უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ პლატფორმებზე. მისი მოსმენა შეგიძლიათ იუთუბსა და სპოტიფაიზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კინგ კომბსი დედისთვის მიძღვნილ ვიდეოკლიპს აზიარებს, რომლის პროდიუსერიც კანიე უესტია

შემდეგი სტატია

Billboard JAPAN-მა წიგნების პირველი ჩარტი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი