ელტონ ჯონი პოლიტიკოსებს აივ/შიდსის კვლევების არასათანადო მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს  

პოპვარსკვლავმა ასევე საჯაროდ მიმართა პრეზიდენტ ტრამპს, რომ შიდსის კრიზისის დასრულება მისთვის გვირგვინის დადგმის ტოლფასი იქნებოდა.
ელტონ ჯონი
KEVIN KANE/GETTY IMAGES

სერ ელტონ ჯონი მსოფლიო პოლიტიკოსებს სთხოვს, არ დაუშვან აივ/შიდსის აღმოფხვრისთვის საჭირო კვლევების დასრულება. 

მუსიკოსი Variety-ს ყდაზე გამოჩნდა. ინტერვიუში ის აკრიტიკებს პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობას ამ სასიკვდილო ეპიდემიასთან ბრძოლაში და ამბობს, რომ პოლიტიკოსებს აქვთ შესაძლებლობა, დაავადებას ჩვენს სიცოცხლეშივე დაუსვან წერტილი. „უბრალოდ გაცხარებული ვარ,” – ამბობს ელტონ ჯონი. „ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ხელში გიჭირავს ინსტრუმენტები ამ ყველაფრის დასასრულებლად და ამ დროს აწყდები ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ასევე აფრიკის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც ამაში არ გეხმარებიან.”

რაც შეეხება აშშ-ს, ელტონ ჯონმა შეაქო ამჟამინდელი ადმინისტრაციის ძალისხმევა, დაასრულოს ომი ღაზაში, თუმცა ამავდროულად გააკრიტიკა ისეთი საკითხის უგულებელყოფისთვის, როგორიცაა აივინფექციისა და შიდსის აღმოფხვრა. 

„აქ კიდევ სხვა ომია ადამიანებთან, რომლებიც აივინფექციითა და შიდსით იტანჯებიან და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მედიკამენტის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვთ, რადგან ამას მთავრობები არ უშვებენ. ეს არაჰუმანურია. შესაბამისად, ჩემი მთავარი წუხილი ამ მომენტში ის არის, რომ, დიახ, მადლობა ღმერთს, შესაძლოა მეტი მშვიდობა გვქონდეს მას შემდეგ, რაც მეტი პრობლემა გადაიჭრება, მაგრამ აქ გვაქვს დანაშაული მილიონობით სხვა ადამიანის წინაშე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მთავრობების, სტიგმისა და სიძულვილის გამო ხდება.”

მუსიკოსს აივ/შიდსთან ბრძოლის დიდი ისტორია აქვს. მისი არაკომერციული ორგანიზაცია „ელტონ ჯონის შიდსის ფონდი” ამ დაავადების კვლევების მეხუთე ყველაზე მსხვილი შემომწირველია. ამ დრომდე ორგანიზაციამ 650 მილიონი დოლარის მობილიზება მოახერხა. 

პოპვარსკვლავმა ისაუბრა კონკრეტულად დონალდ ტრამპზეც და აღნიშნა, რომ თუ ის ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალისხმევას ჩადებს, მას შეუძლია ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი. „თუ ის შიდსის დასრულებას შეძლებს, ეს ნამდვილად გვირგვინი იქნება მისთვის.”

თუმცა მუსიკოსის სურვილის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია სხვა გზას ადგას. მათ შეაჩერეს შიდსის პრევენციიაზე მომუშავე გლობალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები და ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით ღიად დაემუქრნენ საშინაო პროგრამებსაც, რომლებიც შიდსით დაავადებულთა დახმარებას ისახავს მიზნად. 

„ეს დიდი იმედგაცრუებაა მაშინ, როცა გაქვს მედიკამენტი, გაქვს „პრეპი”, გაქვს ანტირეტროვირუსული თერაპია… ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ შიდსის გავრცელება, თუ ადამიანები უბრალოდ ნაბიჯს გადადგამენ და სხვა ადამიანებს ქრისტიანულად მოეპყრობიან.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Liquid Archive - მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი

Liquid Archive  –  ახალი მუსიკალური კოლექტივი, რომლის წევრებიც ნიკო თევზაძე, ნიკიტა ანთელავა და ბაჩო სვანიძე არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი