რაფაელ იტიერი – El Gran Combo de Puerto Rico-ს დამფუძნებელი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მუსიკოსი, რომელიც თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რაფაელ იტიერი 2017 წლის 15 მარტი, სან ხუანი, პუერტო რიკო / GV CRUZ/GETTY IMAGES FOR ASCAP
რაფაელ იტიერი 2017 წლის 15 მარტი, სან ხუანი, პუერტო რიკო / GV CRUZ/GETTY IMAGES FOR ASCAP

რაფაელ იტიერი პუერტო-რიკოელი პიანისტი და ბენდლიდერი იყო, რომელმაც ცნობილი სალსას ჯგუფი El Gran Combo de Puerto Rico 1962 წელს დააარსა და ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მუსიკოსი 7 დეკემბერს, პუერტო-რიკოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

იგი  აღიარებული იყო ლათინური მუსიკის სამყაროში. იტიერმა და მისმა ბენდმა წელს კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება Bad Bunny-ს ცნობილი ალბომის – Debí Tirar Más Fotos-ის წყალობით, სადაც ალბომის გამხსნელ კომპოზიციაში Nuevayol  – El Gran Combo-ს 1975 წლის ჰიტის  Un Verano en Nueva York-ის  სემპლია გამოყენებული.

8 დეკემბერს Bad Bunny-მ ინსტაგრამ სთორი თითქმის სრულად იტიერს დაუთმო:

„გმადლობთ ლათინურ მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. El Combo მხოლოდ ორკესტრი კი არა, ხალხის სულისა და კულტურის ნაწილია: EL Gran Combo იგივე პუერტო-რიკოა და ჩვენი დროშა მთელ მსოფლიოში იფრიალებს. მარადიული სიცოცხლე რაფაელ იტიერს.“ – აღნიშნა Bad Bunny-მ ბოლო სთორიში.

რაფაელ იტიერი 1926 წელს რიო პიედრასში, პუერტო-რიკოში დაიბადა და გაიზარდა. როგორც კუნძულის მრავალი მაცხოვრებელი, იტიერიც მუსიკასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მისი ბიძა სალვადორ იტიერი პუერტო-რიკოს კიდევ ერთ ლეგენდასთან, რაფაელ ერნანდესთან ერთად უკრავდა, თავად იტიერმა კი გიტარაზე ადრეულ ასაკში დაიწყო დაკვრა, მოგვიანებით კი ფორტეპიანოსაც დაეუფლა.

იტიერი აშშ-ის არმიაში კორეის ომის დროს მსახურობდა, სადაც მუსიკალური ჯგუფი Los Borinquena Mambo Boys შექმნა. დაბრუნების შემდეგ კი მან რაფაელ კორტიხოსის ჯგუფში Cortijo y su Combo დაუკრა, რის შემდეგაც დაარსდა El Gran Combo.

თავდაპირველად ბენდი სტუდიური სესიისთვის შეიქმნა და El Gran Combo / დიდი ჯგუფის სახელით დამკვიდრდა. შემდეგ ბენდმა, სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

El Gran Combo-ს ფორმატი მალევე გახდა მრავალი დიდი სალსა-ჯგუფისთვის მისაბაძი მაგალითი.

გასულ წელს იტიერი Veteran’s Day-ზე აშშ-ის არმიამ სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

„როცა არმიაში წავედი, თითქოს თოჯინა ვიყავი, მაგრამ იქ ვისწავლე და ჩამომიყალიბდა დისციპლინა, რამაც მთელი ცხოვრება განმისაზღვრა,“ – ამბობდა მაშინ იტიერი.

„არმიაში მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მუსიკაში ბევრი შევძელი. ტყვია არასდროს მისვრია, თუმცა პუერტო-რიკოში მუსიკალური მიმართულებით ჩემი წვლილი შევიტანე.“ – აღნიშნავდა მუსიკოსი.

რაფაელ იტიერის წვლილი მუსიკაში კუნძულის საზღვრებს გასცდა. El Gran Combo არა მხოლოდ პუერტო-რიკოს სავიზიტო ბარათად, არამედ ნამდვილ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. დიდი ბენდების ტრადიციით, ის გახდა საწყისი პლატფორმა უამრავი მომღერლისთვის, მათ შორის Andy Montañez-სთვის და Charly Aponte-სთვის. ბენდმა მეტსახელი ”სალსას უნივერსიტეტიც” (La Universidad de La Salsa) კი  დაიმსახურა.

„ჩვენ დავკარგეთ ლეგენდა, რომელმაც თავისი შეუდარებელი ხმით პუერტო-რიკო და ჩვენი დროშა მთელ მსოფლიოში გაიტანა,“  –  დაწერა Marc Anthony-მ ინსტაგრამ სთორიში.

„ცრემლიანი გულით ვემშვიდობები რაფაელ იტიერის. ვიცნობდი მუსიკალურ გენიოსს და საოცარ ადამიანს. ლიდერს და ნამდვილ მენეჯერს, პატრიოტს, ბეისბოლის გულშემატკივარს, მორიდებულ პუერტო-რიკოელს, რომელიც ადგილობრივი კულტურის სიმბოლოდ იქცა (თუმცა ამას არასდროს აღიარებდა).“ –  დაწერა პუერტო რიკოელმა მომღერალმა Gilberto Santa Rosa-მ ინსტაგრამზე.

ჩარტებში El Gran Combo-ს 10 ალბომი Billboard-ის Top Latin Albums-ის სიაშია შესული, მათგან ხუთი  კი Top 10 ჰიტად იქცა. Tropical Airplay-ს ჩარტში El Gran Combo-ს 41 ჰიტია შესული, მათ შორის ორი N1 ჰიტი  – Se nos perdió el amor და Me liberé.

2002 წელს ბენდს Billboard-ის ლათინური მუსიკის დაჯილდოებაზე ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო  (Lifetime Achievement)  გადაეცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერი, ინდიანას შტატი. ფოტო: გარი მილერი//GETTY IMAGES

ბობ დილანი Rough and Rowdy Ways-ის ტურს აგრძელებს და 2026 წელს აშშ-ში 27 კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

Bedford Falls-ის კონცერტი ახალგაზრდა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი