2025 წლის პოპკულტურის განმსაზღვრელი 10 ყველაზე გამორჩეული მუსიკალური მომენტი

წელს ბევრი რამ მოხდა. დიახ, ამას ნებისმიერ წელზე იტყვი, მაგრამ 2025-ში პოპკულტურაში – განსაკუთრებით მუსიკოსებთან დაკავშირებით, იმდენად გაუგონარი ამბავი მოხდა, რომ ეს ფრაზა წელს განსაკუთრებულად მართებულია.
Kendrick Lamar had two top 10 hits that lasted more than five minutes in 2024. Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation
Kendrick Lamar
Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation

Billboard გთავაზობთ 10 ყველაზე არაორდინალურ მომენტს გასული წლის მუსიკისა და გართობის სამყაროდან – ინტერნეტში კვირების მანძილზე ატაცებულ ვირუსულ ვიდეოებთან ერთად, დიდი გამარჯვებებით დაწყებული, დამთავრებული ხელის თხოვნით და პოპვარსკვლავით, რომელმაც „პოპი კოსმოსში აიტანა“. ამას დაუმატეთ ანიმაციური K-პოპ ჯგუფი, რომელმაც არა მხოლოდ ტელეეკრანები და ჩარტები დაიპყრო, არამედ იმავდროულად დემონებსაც ებრძოდა.

ჯერ საპატიო მოხსენიებები – ჰარი სტაილსს წელს არც კონცერტი ჰქონია და არც მუსიკა გამოუშვია, მაგრამ მუდმივად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში –  ხან ტოკიოსა და ბერლინში მარათონზე დარბოდა, ხან ვატიკანში ესწრებოდა პირველი ამერიკელი პაპის არჩევას. Cardi B-იმ NFL ვარსკვლავ სტეფონ დიგსთან დაიწყო ურთიერთობა და რამდენიმე თვეში შვილი ეყოლათ. BTS-იც, ბოლოს და ბოლოს, ერთად გამოჩნდა კამერების წინ, მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრმა სამხედრო სამსახური დაასრულა და ლიან რაიმსსაც სცენაზე კბილები დასცვივდა.

ამას დაუმატეთ დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ ბრიუს სპრინგსტინი და ბიონსე კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ; არიანა გრანდესა და სინტია ერივოს ორწლიანი „Wicked“-ის პრომო-მარათონი, სადაც მათ სინგაპურის პრემიერაზე აგრესიული პრანკერი შეხვდათ; და ისიც, რომ დიდის ფედერალური პროცესი ოთხწლიანი სასჯელით დასრულდა. შეგვიძლია, უსასრულოდ გავაგრძელოთ!

მაგრამ დღის ბოლოს მხოლოდ 10 მოვლენა მოხვდა წლის ყველაზე შეშლილ პოპკულტურულ ქრონიკაში – დროა, დავიწყოთ. მაშ ასე, Billboard-ის ტოპ-10 ყველაზე უცნაური მუსიკალური მომენტი, რომლებიც 2025-ს სამუდამოდ დაგვამახსოვრებს:

„Say, Drake“

კენდრიკ ლამარის რეკორდული სუპერ ბოულის გამოსვლა უამრავი მიზეზის გამო გახდა დაუვიწყარი, მაგრამ ერთმა შემობრუნებამ – „Say, Drake…“ მის ჰიტში „Not Like Us“, პირდაპირ კამერაში ღიმილით, ინტერნეტი სრულიად გადარია.

დრეიკის იურისტებმა ეს გამოსვლა მისი სასამართლო დავის მასალებსაც კი დაურთეს. ლამარმა კი, „Not Like Us“-ის წყალობით, გრემიზე წლის სიმღერისა და ჩანაწერის ნომინაცია მოიგო.

ბიონსეს „უი, ჯანდაბა“ გრემიზე

საბოლოოდ, ბიონსემ გრემიზე წლის ალბომის ჯილდო მოიგო Cowboy Carter-ისთვის. ეს Recording Academy-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო, რადგან მანამდე სუპერვარსკვლავს დიდ კატეგორიებში ნაკლებად აკვირდებოდნენ, მიუხედავად რეკორდული გამარჯვებებისა.

წლის ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული ეპიზოდი მაინც მისი რეაქცია გახდა, როცა გაიგო, რომ საუკეთესო ქანთრი ალბომიც მოიგო — ეს მომენტი მემების სახით დღესაც ტრიალებს.

კეტი პერი კოსმოსში, 11 წუთით

აპრილში კეტი პერი Blue Origin-ის ქალთა ეკიპაჟს შეუერთდა. ის 62 მილის სიმაღლეზე ავიდა – კარმანის ხაზამდე, ანუ იქ, სადაც დედამიწის ატმოსფერო მთავრდება და კოსმოსი იწყება.

მომენტისთვის საკმარისი იყო ისიც, რომ პოპვარსკვლავი კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ პერიმ იქვე, ნულოვან გრავიტაციაში, ტურნეს სეტლისტიც გამოაცხადა და შემდეგ დრამატულად აკოცა მიწას. მემები – გარანტირებული.

მორგან უოლენი “ღმერთის ქვეყანას“ უბრუნდება

Saturday Night Live-ის ეპიზოდის შემდეგ მორგან უოლენი პირდაპირ ბოლო კადრიდან გავარდა და მალევე ატვირთა თვითმფრინავის ფოტო წარწერით: „დამაბრუნეთ ღმერთის ქვეყანაში“.

ფრაზა მომენტალურად იქცა ინტერნეტ-სენსაციად — რის გამოც უოლენმა სპეციალური პროდუქციაც გამოუშვა.

ჯასტინ ბიბერი „აღარ ხუმრობს“ 

როცა პაპარაცებს აცილებდა, ბიბერმა თქვა:
„არ გესმით, რომ მე “აღარ ვხუმრობ”?“ და თან შუბლზე მიიკაკუნა.

ფრაზა ინტერნეტს მალევე მოედო. ჰეილი ბიბერმა კი თავისი ქმრის ალბომის გამოსვლის შემდეგ დაწერა:
„ახლაც არ გესმით ლუზერებო?“

საბრინა კარპენტერი ოთხზე 

საბრინა კარპენტერმა Short n’ Sweet-ის შემდეგ ახალი ალბომი – Man’s Best Friend –  გამოაცხადა. მაგრამ ყველაზე დიდი დისკუსია ალბომის ყდამ გამოიწვია: მომღერალი ოთხზე დგას, თმაში ხელჩავლებული.

საზოგადოება გაიყო – ვერ შეთანხმდნენ, ფოტო დამამცირებელი იყო, ძალის მომცემი თუ არც ისე ღრმა მნიშვნელობის. 

კარპენტერმა განმარტა: „ჩემს გარემოცვაში ეს საერთოდ საკამათოც არ იყო. ალბომის კონტექსტში იდეალურია.“

უხერხული მომენტი Coldplay-ს კონცერტზე

თითქმის ყველა ნახავდა იმ კადრს, სადაც Coldplay-ს კონცერტზე kiss cam-მა ორი ჩახუტებული ადამიანი გამოიჭირა, რომლებიც კამერას უხერხულად გაერიდნენ. კრის მარტინმაც იხუმრა: „ან რომანი აქვთ, ან ძალიან მორცხვები არიან.“

შემდეგ გაირკვა, რომ ესენი იყვნენ Astronomer-ის CEO ენდი ბაირონი (რომელიც მალევე გადადგა) და კომპანიის HR მენეჯერი კრისტინ კებოტი – ორივე დაოჯახებული. კებოტმა თქვა, რომ ქმარს უკვე გაშორებული იყო და უბრალოდ „ცუდი გადაწყვეტილება მიიღო“.

ტეილორ სვიფტმა „დიახ“ თქვა

აგვისტოში ტეილორ სვიფტი და ტრეივის კელსი დაინიშნენ. „თქვენი ინგლისურის და ფიზკულტურის მასწავლებლები ქორწინდებიან,“ – დაწერეს ინსტაგრამზე.

შემდეგ გაირკვა, რომ კელსიმ ხელი სთხოვა იმავე დღეს, როცა მათ ის რეკორდული New Heights ეპიზოდი ჩაიწერეს, რომლის დროსაც მომღერალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეზოს ყვავილებით რთავდნენ

„KPop Demon Hunters“ – ჩარტების მკვლელი

Netflix-ის ანიმაციურმა ფილმმა „KPop Demon Hunters“ მუსიკალური ისტორია დაწერა. საუნდტრეკების ალბომიდან ერთდროულად ოთხი ტრეკი შევიდა Billboard Hot 100-ის ტოპ-10-ში. „Golden“-მა კი ორი კვირა დაჰყო პირველ ადგილზე და Global 200-ში 18 კვირა გააატარა.

სიმღერამ წლის სიმღერის გრემის ნომინაცია მოიპოვა და Billboard-ის მიერ 2025 წლის საუკეთესო სიმღერადაც დასახელდა

Bad Bunny – MAGA-ს მტერი

2026 წლის სუპერ ბოულის halftime შოუზე Bad Bunny-ს არჩევამ რესპუბლიკელების გაღიზიანება გამოიწვია: „ეს აბსურდია,“ – თქვა ტრამპმა. გაჟღერდა ალტერნატიული შოუ, „რომელიც ინგლისურ ენაზე მაინც იქნება “.

ბენიტო კი ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა:
„ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის – ეს ლათინო-ამერიკელების წარმატებაა მთელს მსოფლიოში,“ განაცხადა მან Saturday Night Live-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საახალწლო კონცერტები თბილისში

შემდეგი სტატია

Jill Scott Kennedi Carter

ჯილ სკოტმა ათი წლის შემდეგ პირველი ალბომი – To Whom This May Concern დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი