საახალწლო კონცერტები თბილისში

გთავაზობთ 31 დეკემბრის ღამესა და 1-ელ იანვარს თბილისში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებების გზამკვლევს.

ახალი წლის აღნიშვნას ტრადიციულად თან ახლავს მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებები. 2025 წელს დაგეგმილი კონცერტები აერთიანებს სხვადასხვა ჟანრსა და ფორმატს, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები. ღონისძიებები გაიმართება სხვადასხვა სივრცეში, განსხვავებული კონცეფციით.  

გთავაზობთ 31 დეკემბრის ღამესა და 1-ელ იანვარს თბილისში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებების გზამკვლევს: 

Club Iveria

ახალ წელს Club Iveria მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებებით ხვდება. ახალი წლის ღამეს Republic-ის სივრცეში სცენაზე წარდგება Gigi Pianomen & Smooth Jazz Band. ღონისძიების დეტალურ პროგრამას გაეცანით ბმულზე.

Monohall – „ჩვენი 2026“

31 დეკემბერს Monohall-ში გაიმართება საახალწლო კონცერტი, სახელწოდებით  „ჩვენი 2026“, სადაც მონაწილეობას მიღებენ გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია და ნიკალა. მუსიკალური პროგრამა აერთიანებს ქართულ და უცხოურ ნაწარმოებებს, ასევე მონაწილე მუსიკოსების საავტორო სიმღერებსა და კომპოზიციებს.

მეისი გრეი Republic Event Hall-ში

31 დეკემბერს Republic Event Hall-ის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი მეისი გრეი წარდგება. არტისტი ცნობილია  უნიკალური ხმის ტემბრით და გამორჩეული მუსიკალური სტილით. მისი შემოქმედება სოულისა და R&B-ის ჟანრებს აერთიანებს. მეისი გრეის დისკოგრაფიაშია ისეთი ჰიტები, როგორიცაა: I Try, Sweet Baby და Beauty in the World.

Tatuza Jazz Club

საახალწლო მუსიკალური საღამოების სერიას გვთავაზობს Tatuza Jazz Club. 31 დეკემბერის საღამოს გახსნის ჩიკაგოელი ჯაზმენი რობ ქლირფილდი, რომელიც თავის კვარტეტთან ერთად დაუკრავს. 2026 წლის დადგომისთანავე მათ შეუერთდება ქართველი ჯაზმომღერალი ლიკუნა თუთისანი. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ლიკუნა თუთისანი – ვოკალი, რობ ქლირფილდი – ფორტეპიანო, მელვინ მარკესი – ტენორ საქსოფონი, კლიმონ დალდოსო – ბასი, რაჯივ ჯაიავირა – დასარტყამი ინსტრუმენტები. 1-ელ იანვარს Tatuza-ს სცენაზე ლუკა თოფურიას და ლიზა კერესელიძის მუსიკალური საღამო გაიმართება. მსმენელის წინაშე ასევე წარდგება ხატია ქორიძე (ბასი) და ზაზა ცერცვაძე (დრამი). Tatuza Jazz Club-ის სრული საახალწლო პროგრამა იხილეთ ბმულზე

Rolling Stone Rooftop Bar

31 დეკემბერს სასტუმრო ტელეგრაფი SOLO-სთან და Visa-სთან ერთად წარმოგიდგენთ ახალი წლის ღამის ღონისძიებას Rolling Stone Rooftop Bar-ში. საღამო მოიცავს სამი არტისტის სეტებს და საახალწლო მუსიკალურ პროგრამას. ამასთან, ერთობლივ სეტს დაუკრავს თბილისის ელექტრონული სცენის ორი არტისტი – Nearsonic და გიო ქათამაძე (Mind Waves). მსმენელის წინაშე ასევე წარდგება სპენსერ პარკერი, რომელიც ჰაუსისა და დისკოს სცენის საერთაშორისო ფიგურაა. Rolling Stone Rooftop Bar-ის საახალწლო ღონისძიებებს გაეცანით ბმულზე

ლელა წურწუმია The Theatre-ში

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს The Theatre უმასპინძლებს საახალწლო ღონისძიებას ლელა წურწუმიას მონაწილეობით. მომღერალი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად წარდგება. ღონისძიების სრული პროგრამა ართიანებს ცოცხალ მუსიკას, DJ სეტებსა და შოუს ელემენტებს.

TAMADA-ს კონცერტი Arteria-ში 

31 დეკემბერს, საახალწლო ღამეს, Arteria-ში TAMADA-ს  კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიება თბილისის ისტორიის მუზეუმის სივრცეში – ქარვასლაში გაიმართება და გააერთიანებს როგორც ცოცხალ მუსიკალურ პერფორმანსს, ასევე  DJ სეტებს.

Mr. Belt & Wezol-ის მუსიკალური საღამო Republic Event Hall-ში 

1-ელ იანვარს Republic Event Hall-ში ნიდერლანდური დუეტი, სახელწოდებით Mr. Belt & Wezol წარდგება. 2024 წლის ჰიტის – It’s Not Right But It’s Okay-ს ავტორები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ჰაუსის ჟანრის ტრეკების სეტებს შესთავაზებენ. 

საახალწლო საპროტესტო კონცერტი რუსთაველზე

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, რუსთაველზე საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირისა და „კულტურა დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები.

სატელევიზიო ფორმატის საახალწლო კონცერტი 

თბილისის მერიამ წელსაც დააანონსა საახალწლო გალა კონცერტი, რომელსაც ამჯერად  სატელევიზიო ფორმატი ექნება და მაყურებელი მას 31 დეკემბრის ღამეს იხილავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბინგ კროსბის Ultimate Christmas „ბილბორდის” ტოპ გასტრიმული ალბომების ჩარტის ლიდერია

შემდეგი სტატია

Kendrick Lamar had two top 10 hits that lasted more than five minutes in 2024. Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation

2025 წლის პოპკულტურის განმსაზღვრელი 10 ყველაზე გამორჩეული მუსიკალური მომენტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი