Cupid’s Kiss: ახალი ქართული მუსიკალური პროექტი და სადებიუტო სინგლი Same Mistakes

„სიმღერა მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც დიდი სიყვარულის უნარი აქვს, მაგრამ მას ყოველ ჯერზე კარგავს. Same Mistakes სწორედ იმ განმეორებად შეცდომებზეა.“
Cupid’s Kiss - Same Mistakes
Cupid’s Kiss – Same Mistakes
ფოტო: ელენე თოდუა

ქართულ მუსიკალურ სცენას ახალი საინტერესო პროექტი –  Cupid’s Kiss შეუერთდა. ბენდის წევრები არიან: ლევან მიქელაძე – ბას გიტარა, სინთი, გიორგი ყველიაშვილი – ელექტრონული გიტარა, ელექტრონიკა, გიორგი კუზანაშვილი – ვოკალი, გიტარა, სინთი. Cupid’s Kiss-მა 21 იანვარს სადებიუტო სინგლი Same Mistakes წარადგინა, 2026 წელს კი პირველი ალბომის გამოცემას გეგმავს. მომდევნო სინგლის წარდგენა 21 თებერვალს არის დაგეგმილი. პროექტის იდეა წლების წინ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გაჩნდა, რასაც ბენდის ჩამოყალიბება მოჰყვა. Cupid’s Kiss მთლიანად საავტორო მუსიკაზეა აგებული და არტისტების შემოქმედებით გზას ახალი საფეხურიდან იწყებს.

ბენდის წევრი გიორგი კუზანაშვილი პროექტის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე Billboard საქართველოს უყვება: 

„ეს პროექტი დიდი ხნის წინ, კონსერვატორიაში სწავლისას (სადღაც 2012-14 წლებში) დაწყებული კოლაბორაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. მაშინაც ერთად ვუკრავდით, თუმცა სხვა სახელით. ჩემი გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში ბენდის იდეა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა, როცა სწავლის პარალელურად სიმღერების წერაც დავიწყე. სწორედ იქ დაიწყო ამ პროექტზე მიზანმიმართული მუშაობა.

2024 წელს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მოვახერხეთ ამ იდეის გარშემო რესურსების გაერთიანება – ფაქტობრივად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების აკუმულირება. ეს პროექტი სრულად საავტორო მუსიკაზეა დაფუძნებული და ჩვენი მუსიკალური ცხოვრების ახალი ეტაპია.“

საინტერესოა ბენდის სახელწოდების წარმოშობაც, რომელიც მითოლოგიური თემატიკით დატვირთულ კომპოზიციას უკავშირდება:

„რაც შეეხება ჯგუფის სახელს, ჩვენი ერთ-ერთი სიმღერა, სახელად Cupid’s Kiss, მითოლოგიურ თემატიკაზეა დაწერილი და მალევე იქცა ჩვენი მუსიკის ნიშად. თავდაპირველად ბენდისთვის სხვა სახელი გვქონდა შერჩეული, თუმცა სწორედ ამ სიმღერამ შეგვაცვლევინა აზრი და საბოლოოდ პროექტის სახელიც განსაზღვრა.“

Cupid’s Kiss 2016 წლისთვის სადებიუტო ალბომის გამოსაცემად ემზადება:

„ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პირველ ალბომზე, რომლის გამოშვებას 2026 წელს ვგეგმავთ. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ლაივ სეშენის ჩაწერა Room 101-ში. ასევე 21 თებერვალს გამოვუშვებთ ახალ სინგლს. წელს ლაივ კონცერტების ჩატარებასაც ვგეგმავთ. ყველა სიახლეს და დეტალს ჩვენი მსმენელი სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყობს.“

სიმღერა Same Mistakes დაუსრულებელ შეცდომებზე გვიყვება, მუსიკალური რეფლექსია იმ ციკლს აღწერს, სადაც გულწრფელი გრძნობა ყოველთვის დანაკარგით სრულდება:

„სიმღერა მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც დიდი სიყვარულის უნარი აქვს, მაგრამ მას ყოველ ჯერზე კარგავს. Same Mistakes სწორედ იმ განმეორებად შეცდომებზეა, რომელიც ამ დიდ გრძნობას ახლავს.“

მოუსმინეთ Cupid’s Kiss-ის სადებიუტო სინგლს Same Mistakes:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პეპა გოჭი და ჯორჯი მუსიკალური ვიდეო Diamonds

პეპა გოჭი Rihanna-ს სიმღერის, Diamonds-ის ახალ ქავერში, რომელიც ალბომ Peppa Pig Pop-ში არის შესული – ნახეთ მუსიკალური ვიდეო

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky-ს თქმით, 2029 წელს ნიუ-იორკის მერის პოსტზე კენჭისყრას განიხილავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი