პეპა გოჭი Rihanna-ს სიმღერის, Diamonds-ის ახალ ქავერში, რომელიც ალბომ Peppa Pig Pop-ში არის შესული – ნახეთ მუსიკალური ვიდეო

პროექტი ასევე მოიცავს BTS-ის, კელი კლარკსონისა და კეტი პერის სიმღერების ქავერებს (პეპას ვერსიებს).
პეპა გოჭი და ჯორჯი მუსიკალური ვიდეო Diamonds
პეპა გოჭი და ჯორჯი მუსიკალური ვიდეო Diamonds

30 იანვარს Billboard Family-მ ექსკლუზიურად წარადგინა პეპას მუსიკალური ვიდეო Rihanna-ს სიმღერის, Diamonds-ის ქავერისთვის, პარალელურად კი მისი ალბომი Peppa Pig Pop ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომია.

ბრიტანული საბავშვო სერიალის ვარდისფერი ვარსკვლავი, პეპა გოჭი, Rihanna-ს ჰიტის მხიარულ ვერსიას გვთავაზობს, რომელმაც 2012 წელს Billboard Hot 100-ის სათავეში სამი კვირა დაჰყო.  პეპა ტექსტის ნაწილსაც ცვლის და სიყვარულის ნაცვლად სიმღერას მეგობრობის ჰიმნად აქცევს. (მაგალითად: I knew that we’d become one right away შეიცვალა ფრაზით – I knew that we’d end as friends right away.)

ნახეთ  Billboard Family-ს ექსკლუზიური მუსიკალური ვიდეო Diamonds (Peppa’s Version).

A$AP Rocky-ს ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიცით, რომ მისი და Rihanna-ს სახლში საბავშვო ანიმაცია Peppa Pig-ს ნამდვილად უყურებენ. 2022 წელს, პირველი შვილის, RZA-ს დაბადების შემდეგ, რეპერმა გამოცემა Dazed-თან თქვა: „ჩემს შვილებს მუდამ შევახსენებ, რომ არასოდეს დაკარგონ ფანტაზიის უნარი, ზრდასრულობის პერიოდშიც კი. სიმართლე გითხრათ, მულტფილმების ყურება მეც ძალიან მიყვარს“. აღნიშნა მან და ჩამოთვალა ისეთი ანიმაციები, როგორებიცაა: პეპა გოჭი, Teletubbies, Blue’s Clues, Yo Gabba Gabba და Baby Shark. ვარსკვლავურ წყვილს RZA-ს გარდა, 2023 წელს ვაჟი Riot-ი, ხოლო გასულ წელს ქალიშვილი  Rocki შეეძინათ.

Diamonds (Peppa’s Version) სტრიმინგ პლატფორმებზე Peppa Pig Pop-ის ფარგლებში გამოვიდა. ალბომი ოთხი სიმღერისგან შედგება, რომელიც პეპას უკვე გამოქვეყნებულ ქავერ ვერსიებს მოიცავს, ესენია: BTS-ის Dynamite, კელი კლარკსონის Stronger და კეტი პერის Roar.


Hasbro

გასულ თვეს პეპა მუსიკალური სიახლეების სათავეში კიდევ ერთხელ მოექცა, როცა საბავშვო მეგა-ჰიტს, Baby Shark-ს შეუერთდა და ვირუსული სიმღერის საცეკვაო რემიქსი შექმნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga - Billboard's Greatest Pop Stars Robin Harper

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპვარსკვლავები: N3 – Lady Gaga

შემდეგი სტატია

Cupid’s Kiss - Same Mistakes

Cupid’s Kiss: ახალი ქართული მუსიკალური პროექტი და სადებიუტო სინგლი Same Mistakes

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი