All The Things – Meme მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმს აანონსებს

პროექტის ფარგლებში Meme-მ მუსიკალურ პროდიუსერ Denivarlevy-სთან ითანამშრომლა, რომელთანაც არაერთი კოლაბორაცია აკავშირებს.
Meme – All The Things

Meme-მ სოციალურ ქსელში თიზერი გამოაქვეყნა, რომლითაც მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმი დააანონსა. როგორც ვიდეოს აღწერაში არტისტი წერს, ეს ვიზუალური ნამუშევარი მისი ცხოვრების ბოლო ორ წელს ასახავს. ფილმი, სახელწოდებით All The Things, ასევე გააერთიანებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებზეც მუსიკოსმა ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავა.

პროექტის ფარგლებში Meme-მ მუსიკალურ პროდიუსერ Denivarlevy-სთან ითანამშრომლა, რომელთანაც არაერთი კოლაბორაცია აკავშირებს. ფილმის პროდიუსინგი Papa Production-ს ეკუთვნის.

2025 წელს Billboard Georgia-მ Meme-სთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც არტისტმა აღნიშნა, მუსიკა მისთვის ექსპერიმენტების სივრცეა, რომელიც თავისუფალია ჟანრობრივი საზღვრებისგან:

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არ შეიზღუდო თავი ჟანრობრივად. რაც უფრო მეტს უსმენ, რაც მეტ ჟანრსა და მიმდინარეობას ეცნობი, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება შენი გემოვნება და ხასიათი შემოქმედებაში.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სიყვარულის დღე წინანდლის მამულში

შემდეგი სტატია

ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი